შვერკერ I
შვერკერ I (შვედ. Sverker I; დ. 1100 — გ. 25 დეკემბერი, 1156) — შვერკერთა დინასტიის დამაარსებელი. შვედეთის მეფე 1130 წლიდან მის 1156 წლამდე, სანამ იგი არ ჩამოაგდეს და მოკლეს. ბიოგრაფიაშვერკერის დაბადებისა და ბავშვობის შესახებ ცნობები ფაქტობრივად არ არსებობს. იგი დაახლოებით 1100 წელს დაიბადა შვედეთში, ოსტერგოთლენდის მხარეში. მამამისი სავარაუდოდ ადგილობრივი ფერმერი იყო, რომლის სახელიც იყო კოლი, კორნუბა, კარნუკა, ან ულაფი. დედამისის შესახებ ცნობები საერთოდ არ არსებობს. როგორც ცნობილია, შვერკერი მდაბიო წარმომავლობიდან ამაღლდა და 1130 წლამდე იგი ოსტერგოთლენდს მართავდა. 1130 წელს, შვედებმა ჩამოაგდეს დანიელი მეფე მაგნუს I და მეფედ შვერკერ I აირჩიეს, რომელიც დიდებულებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. გამეფებისთანავე მან ცოლად შეირთო ორჯერ დაქვრივებული დედოფალი ულვჰილდა ჰოკონსდოტერი, რითაც თავისი მმართველობა გაამყარა და გადაფარა საკუთარი დაბალი წარმომავლობა. ულვჰილდა წარმოშობით ნორვეგიის მეფის ასული და შვედეთისა და დანიის მეფეების ქვრივი იყო, რითაც შვერკერმა რამდენიმე სამეფოსთან შექმნა ალიანსი. დედოფალ ულვჰილდას გარდაცვალების შემდეგ, მან სასწრაფოდ იქორწინა მაგნუს I-ის ქვრივ რიჩეზაზე, რომელიც თავის მხრივ პოლონეთის მეფის ასული იყო. შვერკერისა და ულვჰილდას სახელს უკავშირდება შვედეთში შედარებით მწიგნობრობის შექმნა და ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. 1150 წლიდან შვერკერი დანიასთან ომში ჩაება, რომელიც შვედეთისათვის სავალალო აღმოჩნდა. 1153 წელს მან და მისმა მოკავშირეებმა ძლივს მოახერხეს დანიის მეფე სვენ III-ის შემოტევის მოგერიება. დანიელების განრისხება განსაკუთრებით იმან განაპირობა, რომ შვედებმა გაძარცვეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს რამდენიმე უდანაშაულო დანიელი არისტოკრატი ქალბატონი. დანიასთან განცდილმა მარცხმა მკვეთრად შეარყია მისი, როგორც მეფის ავტორიტეტი, რის გამოც დიდებულებმა ახლა უკვე შვერკერის წინააღმდეგ დაიწყეს ინტრიგების ხლართვა. 1156 წლის 25 დეკემბერს, საშობაო მესაზე მიმავალი შვერკერ I შეთქმულებმა მოკლეს. ამის შემდეგ ტახტზე ერიკ IX ავიდა, რომელიც 1160 წელს მოკლა და ტახტი დაიკავა შვერკერის ვაჟმა, კარლ VII-მ. ოჯახიშვერკერის პირველი ცოლი იყო შვედეთის მეფე ინგე II-ისა და დანიის მეფე ნილსის ქვრივი ულვჰილდა ჰოკონსდოტერი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა:
დაქვრივებიდან მალევე, შვერკერმა მეორედ იქორწინა შვედეთის მეფე მაგნუს I-ისა და მინსკის მთავარ ვოლოდარის ქვრივ რიჩეზა პოლონელზე, რომელიც იყო პოლონეთის მეფე ბოლესლავ III-ის ქალიშვილი. შვერკერს მასთან მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა:
შვერკერს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდა, თუმცა უცნობია იგი მას რომელიმე ცოლისგან შეეძინა თუ საყვარლისგან:
ლიტერატურა
|