Share to:

 

კონტრაბასი

5-სიმიანი კონტრაბასი სხვადასხვა მხრიდან

კონტრაბასი (იტალ. contrabasso) — სიმებიან-ხემიანი მუსიკალური საკრავი. ვიოლინოს ოჯახში ყველაზე დიდი ზომის (დაახლოებით 2 მ) და დაბალი ჟღერადობისა. აქვს კვარტაზე აწყობილი 4 სიმი. არსებობს 3- და 5-სიმიანი კონტრაბასიც. უკრავენ ფეხზე დამდგარი. კონტრაბასი უპირატესად საორკესტრო და საანსამბლო საკრავია. ზოგჯერ იხმარება სოლო შესრულებისთვისაც (ცნობილი ვირტუოზები: ჯ. ბოტეზინი, იტალია, XIX საუკუნე; ს. კუსევიცკი, რუსეთი, XX საუკუნე; ფ. გერტოვიჩი, სსრკ და სხვა). კონტრაბასი ეწოდება აგრეთვე დაბალი რეგისტრის მუსიკალური საკრავების ყოველგვარ ნაირსახეობას (კონტრაბას-ტრომბონი, კონტრაბას-ტუბა, კონტრაბას-ბალალაიკა და სხვა).

ლიტერატურა

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya