მალტის მეგალითური ტაძრები
მალტის მეგალითური ტაძრები — პრეისტორიულ მონუმენტთა სერია მალტაში, რომელთაგან შვიდი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს მეგალითური კომპლესები ადგილობრივი ინოვაციების შედეგია კულტურის ევოლუციის პროცესში. ასე დაიწყო რამდენიმე ტაძრის, მათ შორის ჯგანტიას მშენებლობა ძვ. წ. 3600-3000 წლებში და კუკლმინაციას 2500 წელს, ტარშიენის ფართო კომპლექსით მიაღწია. ამ თარიღის შემდეგ, ტაძრების მშენებელი კულტურა გაუჩინარდა. მალტაში კიდევ სხვა მრავალი მეგალითური ნაგებობაა, მაგალითად ბორჯ-ინ-ნაგური, კორდინი, ბროშტორფის წრე, ტალ-კადი, ტას-სილჯი, რომლებიც იუნესკოს სიაში მათი სავალალო მდგომარეობის გამო არ არიან შესული. ტაძართა ნაწილი XIX საუკუნეში დაანფ~გრიეს, როდესაც მიწის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოსაყენებლად, მინდვრების გასუფთავება დაიწყეს. ტაძრების პირველი ნაწილი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1980 წელს შეიტანა, ხოლო მეორე ნაწილი 1992 წელს. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|