მნაიდრა
მნაიდრა — მეგალითური სატაძრო კომპლექსი ხმელთაშუაზღვიურ კუნძულ მალტის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ჰაჯარ-კიმის მეგალითური კომპლექსიდან დაახლოებით 500 მეტრში. აშენებულია ძვ. წ. მეოთხე ათასწლულში და მალტის სხვა მეგალითურ ნაგებობებთან ერთად დედამიწაზე არსებულ უძველეს რელიგიურ ძეგლებად მიიჩნევა, ამავე დროს, აღნიშნულ ძეგლებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც „უნიკალური არქიტექტურული შედევრები“. მნაიდრა მარჯნის კირქვითაა ნაგები. გააჩნია რთული ჯვარედინული დაგეგმარება. პრეისტორიული სტრუქტურა სამი გაერთიანებული, მაგრამ არა ერთმანეთთან შეერთებული ტაძრისგან შედგება — ზედა, შუა და ქვედა ტაძრები. მათ შორის უძველესი ზედა ტაძარია (ძვ. წ. 3600-3200). ქვედა ტაძარი სავარაუდოდ ასტრონომიული დაკვირვებებისათვის გამოიყენებოდა. ტაძარში პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1840 წელს დაიწყო. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|