მეფე ლომი (ინგ. The Lion King) — 2019 წლის ამერიკული მიუზიკლის სტილის დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორი და პროდიუსერია ჯონ ფავრო, სცენარის ავტორი ჯეფ ნატანსონი და პროდიუსერი Walt Disney Pictures. ფილმი არის ტრადიციული ანიმაციური1994 ფილმი ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქი. ფილმს ახმოვანებენ ვარსკვლავები: დონალდ გლოვერი, სეტ როჯენი, ჩაივეტელ ეჯიოფორი, ალფრე ვუდარდი, ბილი ეიშნერი, ჯონ კანი, ჯონ ოლივერი, ფლორენს კასუმბა, ერიკ ანდრე, ჯეიდი მაკ-კრარი, შაჰადი ვრაით ჯოსეფი და ბიონსე. ფილმში მთავარი მოქმედებები სიმბას, ახალგაზრდა ლომის გარშემო მიმდინარებს, რომელიც მამის, მუფასას გარდაცვალების შემდეგ კანონიერი მეფე უნდა იყოს.
1994 წლის მეფე ლომი-ის რიმეიკის გეგმები დამტკიცდა 2016 წლის სექტემბერში. ფავრო შთაგონებული იყო პერსონაჟების გარკვეული როლებით ბროდვეის ადაპტაციაში და სწორედ აქედან განვითარდა ფილმის სიუჟეტიც. მთავარი მსახიობების დიდმა ნაწილმა კონტრაქტს ხელი მოაწერა 2017 წლის დასაწყისში და ძირითადი გადაღებები დაიწყო 2017 წლის შუა რიცხვებში ლოს ანჯელესის ლურჯი ეკრანის სცენაზე . კომპოზიტორებმა ჰანს ციმერმა, ელტონ ჯონმა და ტექსტის შემქმნელმა ტიმ რაისმა, მუშაობდნენ ფილმის ორიგინალურ საუნდტრეკზე. ელტონ ჯონმა დაწერა ორიგინალური სიმღერა სახელწოდებით ,,სული", რომელიც თვითონვე შეასრულა. ფილმი რედაქტორ მარკ ლივოლსის ბოლო დამსახურებაა და მის ხსოვნას ეძღვნება. ფილმის სავარაუდო ბიუჯეტი დაახლოებით 260 მილიონი აშშ დილარი იყო, რომლის გამოც მეფე ლომი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფილმი, რომელიც ოდესმე გადაღებულა .
ფილმი აშშ – ში კინოთეატრებში გამოვიდა 2019 წლის 19 ივლისს. ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამით მან გაუსწრო გაყინული-ს და გახდა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმი. ის ასევე 2019 წლის მეორე ყველაზე მაღალი შემოსავლიანი ფილმია და ყველა დროის მეშვიდე ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმი. ფილმმა მიიღო არაერთგვაროვანი მიმოხილვა კრიტიკოსების მხრიდან, ვიზუალური ეფექტების, მუსიკისა და ვოკალური წარმოდგენებისთვის (განსაკუთრებით როგენი და ეიხნერი) კრიტიკოსთა უდიდეს ნაწილს ის მოეწონა, მაგრამ ორიგინალობის არარსებობის გამო და პერსონაჟების სახეებზე ემოციების გამოხატვის არ არსებობა ძალიან გააკრიტიკეს.[1] ფილმმა მიიღო ნომინაციები საუკეთესო ანიმაციური მხატვრული ფილმისა და ორიგინალური სიმღერის კატეგორიებში ოქროს გლობუსის 77-ე დაჯილდოების და კრიტიკოსთა არჩევანის 25-ე დაჯილდოებაზე. ის ასევე იყო ნომინირებული ბრიტანეთის აკადემიის 73-ე კინოაკადემიისა და 92-ე აკადემიის ჯილდოებზე,[2] ორივეგან ვიზუალური ეფექტისთვის.
2020 წლის სექტემბერში გამოცხადდა, რომ იქმნება შემდეგი ფილმი, რომლის რეჟისორიც რეჟისორთან ბარი ჯენკინსია.[3]
წარმოება
განვითარება
28 სექტემბერს, 2016, Walt Disney Pictures დაადასტურა, რომ ჯონ ფავრო შექმნიდა 1994 წლის ანიმაციური ფილმის მეფე ლომი-ს რომექის, რომელშიც იქნებოდა სიმღერა 1994 წლის ფილმში შეტანილი საუნდტრეკები. ფილმის შექმნის იდეა სხვა ანიმაციების გაცოცხლების შედეგად მიღებული დიდი შემოსავლის გამო გადაწყდა.[4] 2016 წლის 13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დისნეიმ დაიქირავა ჯეფ ნაითონსონი რიმეიკის სცენარის დასაწერად.[5]
ეს ბოლო დამსახურებაა ფილმის რედაქტორის მარკ ლივოლსისთვის, რომელიც გარდაიცვალა 2018 წლის სექტემბერში.[6] ფილმი მას ეძღვნება.
მსახიობები
თებერვლის შუა რიცხვებში 2017, დონალდ გლოვერი იყო დამტკიცებული სიმბას როლზე, ჯეიმზ ერლ ჯოუნსი კი r1994 წლის ფილმის მსგავსად მუფასას განასახიერებდა.[7] 2017 წლის აპრილში, ბილი აიშნერი და სეტ როგენი, ტიმონისა და პუმბაას როლებზე დამტკიცდნენ.[8] 2017 წლის ივლისში ჯონ ოლივერმა მიიღო ზაზუს როლი. 2017 წლის აგვისტოში ალფრე ვუდარდი და ჯონ კანი გამოცხადდნენ, რომ ითამაშებდნენ, შესაბამისად, სარაბისა და რაფიკის როლებს.[9][10]
2017 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბიონსე ნოულზ-კარტერი იყო ფავროს მთავარი არჩევანი ნალას როლისთვის და რომ რეჟისორი და სტუდია მზად იქნებოდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ მისი დატვირთული გრაფიკიდან დროის გამოყოფის მიზნით.[11] მოგვიანებით 2017 წლის 1 ნოემბერს, მისი როლი დადასტურდა ოფიციალური განცხადების საფუძველზე,[12][13]. ასევე დადასტურდა რომ ჩივეტელ ეკიოფორი ითამაშებდა სკარის როლს, ერიკ ანდრე, ფლორენს კასუმბა და ეიგალ-მაიკლ ქეი გაახმოვანებდნენ აზიზს, შენზის და კამარს. ჯეიდი მაკ-კრარი და შაჰადი წრაით ჯოზები ახალგაზრდა სიმბასა და ახალგაზრდა ნალას როლებს მოირგებდნენ.[14][15][16][17]