ჯონ ფავრო
ჯონ ფავრო (ინგლ. Jon Favreau; დ. 19 ოქტომბერი, 1966) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. ჯონ ფავრო დაიბადა ფლაშინგში (ნიუ-იორკი), მეიდელინ და ჩარლზ ფავროების ოჯახში. დაამთავრა ბრონქსის საშუალო სკოლა 1984 წელს.[1] იმავე წელს სწავლა განაგრძო კუინზის კოლეჯში,[2] რომელიც რამდენიმეჯერ მიატოვა. 1988 წელს გადავიდა ჩიკაგოში.[3] გარკვეული დროის შემდეგ გადადის ლოს-ანჯელესში, სადაც მონაწილეობას იღებს დაბალბიუჯეტიან ფილმებში. იგი ცნობილია Marvel-ის კინოსამყაროსთან თანამშრომლობით, რომლისთვისაც გადაიღო ფილმები: „რკინის კაცი“ (2008) და „რკინის კაცი 2“ (2010), ასევე მოირგო ჰეპი ჰოგანის როლი ამავე ფილმებში. მან ჰეპი ჰოგანის როლის განსახიერება განაგრძო ფილმებში: შურისმაძიებლები“ (2012), „რკინის კაცი 3 (2013), „შურისმაძიებლები: ალტრონის ეპოქა“ (2015), „ადამიანი-ობობა: დაბრუნება“ (2017), „შურისმაძიებლები: უსასრულლობის ომი“ (2018), „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019), „ადამიანი ობობა: სახლიდან შორს“ (2019) და „ადამიანი ობობა: სახლისკენ გზა არ არის“ (2021). ფავრო ასევე რეჟისორია ფილმებისა: „ელფი“ (2003), „ზათურა: კოსმოსური თავგადასავალი“ (2005), „კოვბოიები და უცხოპლანეტელები“ (2011), „შეფმზარეული“ (2014), ჯუნგლების წიგნი (2016) და მეფე ლომი (2019). კინომატოგრაფია
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|