მოლდოვის სამთავრო
მოლდოვა (რუმ. Moldova) — გეოგრაფიულ-ისტორიული რეგიონი და ყოფილი სამთავრო აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მოიცავს ტერიტორიას აღმოსავლეთ კარპატებსა და მდინარე დნესტრს შორის. საწყის ეტაპზე იყო დამოუკიდებელი ქვეყანა ხოლო შემდგომ ავტონომია. იგი არსებობდა XIV საუკუნედან 1859 წლამდე, მანამ სანამ იგი ვლახეთის სამთავროსთან გაერთიანდებოდა და ვლახეთისა და მოლდოვის გაერთიანებული სამთავროს შექმნიდა, მოგვიანებით სამთავროს მანამდე ავტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი რუმინული მხარეც, ტრანსილვანიაც შეუერთდა და რუმინეთის სამეფო ჩამოყალიბდა. მოლდოვის სამთავროს ისტორიის განმავლობაში მის შემადგენლობაში შედიოდნენ მხარეები: ბესარაბია (ბუჯაკის ჩათვლით), ბუკოვინა და პოკუტიე. ყოფილი სამთავროს დასავლეთი ნაწილი დღეს მოქცეულია რუმინეთის შემადგენლობაში, აღმოსავლეთი წარმოადგენს თანამედროვე მოლდოვის რესპუბლიკას, ხოლო ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები ეკუთვნის უკრაინას. ისტორიული დროშები და გერბები
გალერეა
იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|