მონტენეგროს ტურიზმიმონტენეგრო არის პატარა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანა მდიდარი არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობით, მრავალფეროვანი კლიმატითა და ბუნებით. მონტენეგრო ცდილობს გახდეს ელიტური ტურიზმის ზონა. ის არის სწრაფად მზარდი ტურისტული დანიშნულების ადგილი. 2007 წელს ქვეყანას დაახლოებით მილიონ ტურისტი ეწვია, რამაც ქვეყანას დაახლოებით 480 მილიონი ევროს შემოსავალი მოუტანა (წინა წელთან შედარებით 39%–ით მეტი.). მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, მონტენეგროში ტურისტებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. ყველაზე ხშირად ეს არის მოძველებული გზები და პრობლემები წყლის და ელექტრო ენერგიის მიწოდებაზე. პოპულარული ადგილებიზღვის სანაპიროს ჩრდილოეთი რეგიონიმონტენეგროს ადრიატიკის ზღვის სანაპირო ზოლი შეადგენს 295 კილომეტრს. საიდანაც 72 კილომეტრი არის პლაჟები. ამ ზოლში მრავლადაა შემორჩენილი ძველი ანტიკური ციხე ქალაქები. ჩრდილოეთი სანაპიროს მთავარი სანახაობები არის:
ზღვის სანაპიროს სამხრეთი რეგიონისამხრეთი სანაპიროს რეგიონი ცნობილია მისი ქვიშის პლაჟებით, ღამის ცხოვრებით და ანტიკუტრი ციხე–ქალაქებით:
ჩრდილოეთი რეგიონიჩრდილოეთი რეგიონი არის მონტენეგროს სამთო ტურიზმის ცენტრი. აქ არის სათხილამურო კურორტები. დურმიტორის მთათა მასივის დიდი ტერიტორია გამოცხადებულია ეროვნულ პარკად. ჩრდილოეთში მდებარე ტურისტული დანიშნულების ადგილებია:
ცენტრალური რეგიონიცენტრალურ რეგიონი არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, იქ შედარებით ნაკლები ტურისტული დანიშნულების ადგილებია:
2012 წლის ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქები
რესურსები ინტერნეტში
|