ცეტინიე
ცეტინიე (მონტენ. Цетиње, Cetinje) — მონტენეგროს ისტორიული და კულტურული ცენტრი. მონტენეგროს კონსტიტუციის თანახმად ცეტინიე ქვეყნის დედაქალაქია პოდგორიცასთან ერთად. მასში განთავსებულია რესპუბლიკის პრეზიდენტის და მონტენეგროს კულტურის სამინისტროს ოფიციალური რეზიდენცია. ქალაქში განთავსებულია მონტენეგროს ეროვნული მუზეუმი, თეატრი და მონტენეგროს უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტი. XVIII-XX საუკუნეების დასაწყისის თეთრი ქვის ნაგებობები, სამთავრო და სამეფო სასახლეები. როგორც დასახლება ცნობილია 1440-იანი წლებიდან. ცეტინიეს მონასტერი, რომელიც დააარსა ივან ჩერნოევიჩმა 1484 წელს, გახდა მონტენეგროს მიტროპოლიტის მმართველების რეზიდენცია და შემდეგ მონტენეგრო-ლიტოვიის მიტროპოლიის საყდარი, თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ მონტენეგროს წინააღმდეგობის ერთ-ერთი ცენტრი. 1878-1918 წლებში დამოუკიდებელი მონტენეგროს დედაქალაქია. 1929 წლიდან 1941 წლამდე იუგოსლავიის სამეფოს ზეტა-ბანოვინას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა2003 წლის აღწერის მონაცემებით, ცეტინიეს მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 18 482 ადამიანი, აქედან ქალაქ ცეტინიეში — 15 137. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა: 1981 წლის მარტი — 14 088 1991 წლის მარტი — 15 946 2003 წლის ნოემბერი — 18 482 ბოლო აღწერით, მოსახლეობის 90%–ზე მეტი მონტენეგროელია, ხოლო დაახლოებით 5 % — სერბი. რელიგიაცეტინიეში არის მონტენეგრო–ზღვისპირეთის მიტროპოლიტის რეზიდენზია. ასევე აქ ფუნქციონირებს სასულიერო აკადემია. არაერთ მართლმადიდებლურ ტაძარს შორის ცეტინიეში მდებარეობს წმ. ანტონ პადუელის კათოლიკური ეკლესია. რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|