Share to:

 

ნეაპოლის ყურე

ნეაპოლის ყურე
ნეაპოლის ყურისა და ვეზუვის ტოპოგრაფიული რუკა

ნეაპოლის ყურე (იტალ. Golfo di Napoli) — ყურე ტირენიის ზღვაში, იტალიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან (კამპანიის რეგიონი). მისი სიგანე 15 კმ-ია. დასავლეთით იხსნება ხმელთაშუა ზღვაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ნეაპოლი და პოცუოლი, აღმოსავლეთით — მთა ვეზუვი, სამხრეთით კი სორენტინის ნახევარკუნძული და მისი მთავარი ქალაქი სორენტო. ნახევარკუნძული მას სალერნოს ყურისგან გამოყოფს.

ყურეში მდებარეობს კუნძულები — კაპრი, ისკია და პროსიდა.[1] არეალი მნიშვნელოვანი ტურისტული დესტინაციაა რომაული ნანგრევებითა და ახლოსმდებარე პომპეითა და ჰერკულანუმით.

ყურემ უმასპინძლა აფროსნობის შეჯიბრს 1960 წლის რომის ზაფხულის ოლიმპიადისას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-13. ციტირების თარიღი: 2011-11-02.
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya