ნეაპოლი ძველმა ბერძნებმა დააარსეს და „ნეა პოლის“ (ახალი ქალაქი) უწოდეს. იგი საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა, როგორც რომის იმპერიის ცენტრალური პროვინცია. 1282-1816 წლებში ნეაპოლი ამავე სახელწოდების სამეფოს დედაქალაქი იყო, მოგვიანებით ის შედიოდა სიცილიის შემადგენლობაში.
დღეს ნეაპოლი მესამე მჭიდროდ დასახლებული ადგილია იტალიაში, რომისა და მილანის შემდეგ, ხოლო მეთხუთმეტე ევროპაში. ნეაპოლის მოსახლეობა 3.8 მილიონს შეადგენს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასახლებულია ესპანურ კვარტლებში. ცენტრალურ ნეაპოლში ცხოვრობს ერთი მილიონი ადგილობრივი მცხოვრები — ნეაპოლელები (Neapolitans). ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს ნეაპოლურ ენაზე, რომლის რემდენიმე დეალექტზეც თითქმის მთელი სამხრეთ იტალია მეტყველებს.
ნეაპოლთანაა დაკავშირებული პიცის წარმოშობა. ცნობილია ამ ქალაქის კულტურა: ნეაპოლთან აკავშირებენ მადოლინის (მუსიკალური საკრავის) წარმოშობას. ცნობილია ნეაპოლიტანური ფოლკლორული მუსიკაც. არსებობს უამრავი პოპულარული ფიგურა და ნიშანი, რომლებიც ცნობილია როგორც ნეაპოლის სიმბოლოები: მთავარი წმინდნის — Januarius-ის, Pulcinella-ს სიმბოლო და საყვირები.