Share to:

 

ნიკო ლეკიშვილი

ნიკო ლეკიშვილი
თბილისის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ოქტომბერი, 1993 – 8 დეკემბერი, 1995
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიკოტე გაბაშვილი
მემკვიდრებადრი შოშიტაიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 დეკემბერი, 1995 – 26 ივლისი, 1998
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიბაკურ გულუა (როგორც პრემიერ-მინისტრის მ.შ.)
ოთარ ფაცაცია (როგორც პრემიერ-მინისტრი)
მემკვიდრევაჟა ლორთქიფანიძე

დაბადებული20 აპრილი, 1947
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი3 იანვარი, 2025 (77 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს მოქალაქეთა კავშირი
რელიგიამართლმადიდებელი ქრისტიანი

ნიკოლოზ (ნიკო) მიხეილის ძე ლეკიშვილი (დ. 20 აპრილი, 1947, თბილისი — გ. 3 იანვარი, 2025) — ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს უზენაესი საბჭოსა (1990–1991) და პარლამენტის 3 მოწვევის დეპუტატი (1992, 1999, 2004). თბილისის მერი (1993–1995). სახელმწიფო მინისტრი (1995–1998). თბილისის საპატიო მოქალაქე (2019).

ბიოგრაფია

1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1989 წელს მოსკოვის საზოგადოების მართვის აკადემია. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის თბოენერგეტიკის კათედრაზე, კომკავშირის თბილისის პირველი მაისის რაიკომის I მდივნად, კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის I მდივნად, რაიაღმასკომის თავმჯდომარედ, კპ-ს თბილისის პირველი მაისის რაიკომის I მდივნად, კპ-ს თბილისის საქალაქო კომიტეტის I მდივნად, თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ.

1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992–1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი). 1993–1995 წლებში იყო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე.

1993–1995 წლებში იყო თბილისის მერი. 1995–1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ (ამბროლაურის მაჟორიტარი); საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. 2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი).

გარდაიცვალა 2025 წლის 3 იანვარს, 77 წლის ასაკში.[1]

ლიტერატურა

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1999

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა“. www.interpressnews.ge. 3 იანვარი, 2025. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya