Share to:

 

ნორვეგიის ზღვა

ნორვეგიის ზღვა ჩრდილოევროპის რუკაზე

ნორვეგიის ზღვაჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის მოსაზღვრე ზღვა, რომელიც მდებარეობს სკანდინავიის ნახევარკუნძულს, ისლანდიასა და კუნძულ იან-მაიენს შორის.

ფართობი 1,4 მლნ კმ², სიღრმე 3970 მ-მდე (საშუალი სიღრმეები — 1600–1750 მ), მოქცევათა სიმაღლე 3,3 მ-მდე, სიმლაშე — დაახლოებით 35 ‰. ნორვეგიის ზღვისთვის დიდი მნიშვნელობა ნორვეგიის თბილ დინებას აქვს, რომელიც თავის მხრივ, გოლფსტრიმის გაგრძელებაა; ამის წყალობით, ზამთრობით ნორვეგიის ზღვა არ იყინება. ნორვეგიის ნაპირებთან ზღვა ღრმა არ არის, ხშირია მეჩეჩები.

განვითარებულია თევზჭერა და ნავთობის მოპოვება. მნიშვნელოვანი პორტებია ნორვეგიული ქალაქები: ტრონჰეიმი, ტრომსე და ნარვიკი.

უდიდესი კუნძულებია: სიორეია, სეილანი, არნეია, რინგვასეია, კვალეია, სენია, ვესტეროლენის კუნძულები, ლოფოტენის კუნძულები, დიონა, ვეგა, ფრეია, ჰიტრა და სმიოლა ნორვეგიის ნაპირებთან.

რესურსები ინტერნეტში

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya