პატარა ჩაილური
პატარა ჩაილური — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული პატარა ჩაილური). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 750 მეტრი, საგარეჯოდან 18 კილომეტრი.[2] ისტორიაადრე პატარა და დიდი ჩაილური ერთ სოფელს წარმოადგენდა და ჩერქეზიშვილების მფლობელობაში იყო. სოფელში მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი. მესაქონლებაში უპირატესობა მსხვილფეხა რქოსან საქონელს ენიჭებოდა.[3] დემოგრაფია2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 890 ადამიანი.
სქოლიო
|