ვერცხლი — ქიმიური ელემენტი სიმბოლოთი Ag (ტრადიციული ლათინური სიტყვის argentum შემოკლება). რბილ თეთრ მბზინვარე გარდამავალ ლითონს უმაღლესი ელექტრო და თერმული გამტარობა ახასიათებს ლითონთა შორის და გვხვდება როგორც მინერალებში, ისე თავისუფალი ფორმითაც. ვერცხლს იყენებენ მონეტებში, სამკაულებში, ჭურჭელში, ფოტოგრაფიასა და სარკეებში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებში.
ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში ეგვიპტეში, სპარსეთში, ჩინეთში. სასაქოლნო წარმოების პირობებში ოქროსთან ერთად ვერცხლი ასრულებდა საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას და ფულად იქცა, რასაც ხელი შეუწყო ვერცხლის თვისებებმა – ერთგვაროვნებამ, დამუშავების სიადვილემ და სხვ. თავდაპირველად ვერცხლი მიმოქცევაში იყო სხმულების სახით. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, აგრეთვე საბერძნეთსა და რომში, ვერცხლი, როგორც ოქრო და სპილენძი, ფართოდ გავრცელებული ფულადი ლითონი იყო. ადრეულ საუკუნეებში უპირატესად ოქროს მონეტებს ჭრიდნენ; XVI ს-დან ოქროს უკმარისობისა და ევროპაში ვერცხლის მოპოვების გაფართოების გამო ვერცხლი ევროპის ქვეყნებში ძირითად ფულად ლითონად იქცა.
კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების ეპოქაში თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობდა ვერცხლის მონომეტალიზმი და ბიმეტალიზმი. ოქროს მსოფლიო მოპოვების ზრდამ დააჩქარა მიმოქცევიდან გაუფასურებული ვერცხლის გამოდევნა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოქროს ვალუტით ვერცხლის ვალუტის გამოდევნა XX ს-ის დასაწყისისათვის დამთავრდა. მეორე მსოფლიო ომამდე მოპოვებული ვერცხლის 75%-ს მონეტების მოსაჭრელად იყენებდნენ, 1971 წლისათვის ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა
წიგნში „ქიმიკოს-სკეპტიკოსი“ (გამოიცა 1661 ანონიმურად) ბოილი ამტკიცებდა, რომ ქიმია უნდა გამოიყოს დამოუკიდებელ მეცნიერებად. იგი უარყოფდა მოძღვრებას ოთხი სტიქიის (ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა) შესახებ. ილაშქრებდა პარაცელსის 3 საწყისის (გოგირდი, ვერცხლისწყალი, მარილი) წინააღმდეგ, რომლებისგანაც თითქმის ყველა ბუნებრივი სხეული შედგებოდა. ბოილი ელემენტებად თვლიდა მარტივ სხეულებს, რომელთა მიღება სხვა სხეულიდან შეუძლებელი იყო.
ბოილი ექსპერიმენტულ კვლევაში ფართოდ იყენებდა თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდებს. დამოუკიდებლად მიიღო ფოსფორი და აღწერა მისი თვისებები. მან ჩამოაყალიბა ქიმიური ელემენტების პირველი მეცნიერული განმარტება, შემოიტანა ქიმიაში ექსპერიმენტული მეთოდი. საფუძველი ჩაუყარა ქიმიური ანალიზის სველ მეთოდს. (...სრულად)