რიჩარდ ბარტონი
რიჩარდ ბარტონი (ინგლ. Richard Burton დაბადების სახელი რიჩარდ უოლტერ ჯენკინსი (უმცროსი) (ინგლ. Richard Walter Jenkins Jr.) დ. 10 ნოემბერი, 1925 — გ. 5 აგვისტო, 1984) — ვალიელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მიიჩნეოდა ლორენს ოლივიეს მემკვიდრედ. გამოირჩეოდა თავისი ბარიტონით. ფილმოგრაფია
პირადი ცხოვრებაბარტონი ხუთჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავდა ოთხი შვილი. მისი პირველი მეუღლე იყო უელსელი მსახიობი და პროდიუსერი სიბილ უილიამსი. მასთან ბარტონს შეეძინა ორი ქალიშვილი. ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში ცნობილ მსახიობ ელიზაბეთ ტეილორთან. მასთან პირველმა ქორწინებამ 10 წელი გასტანა, ხოლო მეორემ მხოლოდ ერთი წელი. ბარტონმა იშვილა ტეილორის ქალიშვილი. წყვილმა შვილად აიყვანა კიდევ ერთი ქალიშვილი, გერმანელი გოგონა. ბარტონისა და ტეილორის ქორწინება აისახა ფილმში „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ (1966). 1976 წლის აგვისტოში ბარტონი საბოლოოდ დაშორდა ტეილორს და ცოლად შეირთო ავტმრბოლელ ჯეიმზ ჰანტის ყოფილი მეუღლე სუზი მილერი. მისი უკანასკნელი მეუღლე იყო გრიმიორი სალი ჰეი, რომელთანაც მსახიობი სიკვდილის ბოლომდე იმყოფებოდა ქორწინებაში. რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|