ტომ კრუზი
ტომ კრუზი (ინგლ. Tom Cruise; დ. 3 ივლისი, 1962) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. იგი იყო ნომინირებული სამჯერ ამერიკულ კინოაკადემია ოსკარზე და მოგებული აქვს ორი ოქროს გლობუსი. ტომ კრუზის როლებიდან აღსანიშნავია „წვიმის კაცი“, სადაც ითამაშა დასტინ ჰოფმანთან ერთად. ბიოგრაფიაცხოვრების ადრეული წლებიტომ კრუზი დაიბადა 1962 წლის 3 ივლისს, ნიუ-იორკში. ოჯახში იგი იყო მესამე შვილი. მას ასევე ჰყავს 3 და. დედამისი იყო მსახიობი, ხოლო მამა ინჟინერი. სამსახურის შოვნის მიზნით ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. 14 წლის ასაკში მას უკვე გამოცვლილი ჰქონდა 15-მდე სკოლა. ბავშვობიდან განუვითარდა ერთგვარი სიმაღლის კომპლექსი. ის სკოლაში ყოველთვის ცდილობდა ესაუბრა მასზე დაბალ ბავშვებთან, რათა დაბალი არ გამოჩენილიყო. ამ კომპლექსის გამო იგი სპორტის რამდენიმე სახეობით იყო დაკავებული. სწავლა მაინცდამაინც არ გამოსდიოდა, რადგან მას, ასევე როგორც დედამისს, აწუხებდა დისლექსია. ეს დაავადება მას მას შემდეგ განუვითარდა, რაც მას აიძულეს მარჯვენა ხელით წერა, როდესაც იგი მემარცხენე იყო. ამ პრობლემებთან დაკავშირებით იგი გადაიყვანეს სპეც-კლასში, მაგრამ იგი ამ დაავადებისგან არ განიკურნა და დაბრუნდა ჩვეულებრივ კლასში. 12 წლის ასაკში, ოჯახი მამამ მიატოვა და ოჯახი ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა. მისი დები სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობდნენ, რათა ოჯახში შემოსავალი შემოეტანათ. ერთი წლის განმავლობაში ტომი დადიოდა სასულიერო სემინარიებზე, შემდეგ კი უბრალო კოლეჯში შევიდა, სადაც მონაწილეობას იღებდა თეატრალურ დადგმებში. სწორად აქ მიხვდა, რომ ეს მისი საქმე იყო. ფილმოგრაფია
როგორც მსახიობი
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|