რუსუდანი (გიორგი III-ის ასული)
რუსუდანი (ბერძ. Ρουςουδάν; დ. 1158/1160) — საქართველოს მეფის, გიორგი III-ისა და ბურდუხანის უმცროსი ქალიშვილი, თამარ მეფის და. 1180 წლისთვის რუსუდანი ცოლად შეირთო მანუელ კომნენოსმა, ბიზანტიის იმპერატორის, ანდრონიკე I-ის ვაჟმა. მათ ორი ვაჟი ეყოლათ: ალექსი და დავით კომნენოსი. 1185 წელს, როდესაც ანდრონიკე I კომნენოსი ტახტიდან ჩამოაგდეს და მოკლეს, სავარაუდოდ, ამ დროს დააბრმავეს და შემდეგ მოკლეს რუსუდანის მეუღლეც. 1186 წელს დედოფალმა დატოვა კონსტანტინოპოლი და თავის ორ ვაჟთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, სადაც უკვე მისი და, თამარი, მეფობდა. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს კონსტანტინოპოლში ქაოსი სუფევდა და თამარმა გამოიყენა ეს სიტუაცია. მან დაიკავა პონტოს პროვინცია, დალაშქრა რამდენიმე სხვა ქალაქი და თავის დისშვილებს გადასცა. ასე წარმოიშვა ტრაპიზონის იმპერია, რომელსაც ალექსი ჩაუდგა სათავეში. სწორედ საქართველოსთან კავშირმა გაახანგრძლივა იმპერიის სახელმწიფოებრიობა. ლიტერატურა
|