ფრანც ბეკენბაუერი
ფრანც ანტონ ბეკენბაუერი (გერმ. Franz Anton Beckenbauer; დ. 11 სექტემბერი, 1945, მიუნხენი, გერმანია — გ. 7 იანვარი, 2024) — გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და მენეჯერი. არისტოკრატული თამაშის სტილის გამო შეარქვეს იმპერატორი (Kaiser). ბევრის მიერ მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად; ასევე ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიო ფეხბურთში[1][2]. ფრანცმა თამაში ნახევარმცველად დაიწყო, შემდეგ კი მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1972, 1976). ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში გახდა. მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი 1967 წელს და ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ (1974–1976). 1990-იან წლებში, ფრანცი ბაიერნის მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი პრეზიდენტი. ბეკენბაუერი ითვლებოდაა გავლენიან ფიგურად გერმანულ და საერთაშორისო ფეხბურთში. ადრეული წლებიფრანც ანტონ ბეკენბაუერი 1945 წლის 11 სექტემბერს დაიბადა ომის შემდგომ მიუნხენში. მისი მშობლები ფრანც ბეკენბაუერი და ანტონი იყვნენ და ის მათი მეორე ვაჟი იყო. მომავალი ფეხბურთელი მუშათა კლასის უბანში იზრდებოდა. მამის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში დაიწყო მიუნხენ '06-ის ბავშვთა გუნდში[3]. ამ პერიოდში ცენტრ-ფორვარდად თამაშობდა. თავის კერპად 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფრიც ვალტერი მიაჩნდა. გულშემატკივრობდა მიუნხენ 1860-ს და ამ გუნდში თამაშზე ოცნებობდა[3]. თუმცა 1959 წელს ბაიერნის ბავშვთა გუნდს შეუერთდა. საკლუბო კარიერაბეკენბაუერის ბაიერნული დებიუტი 1964 წლის 6 ივნისს შედგა გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში, შტუტგარტერ კიკერსთან მატჩში. 1964-65 წლების სეზონი გუნდისათვის წარმატებული აღმოჩნდა და ბაიერნმა მომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ბაიერნი მალე ჩამოყალიბდა ქვეყნის ერთ-ერთ საფეხბურთო ლიდერად და 1967 წელს მოიგო როგორც გერმანიის თასი, ასევე ევროპის თასების მფლობელთა თასი. 1968-69 წლების სეზონიდან ბეკენბაუერი გუნდის კაპიტანი გახდა და მისი ლიდერობით იმავე წელს მიუნხენური კლუბი გერმანიის ჩემპიონი გახდა. ამავე პერიოდიდან ფრანცმა ლიბეროდ თამაში დაიწყო, რაც იმას გულისხმობდა რომ თავდაცვითი ფუნქციების შესრულების გარდა, ის თავისი გუნდის ბევრ შეტევასაც იწყებდა. მიიჩნევა რომ ფრანც ბეკენბაუერი საუკეთესოა, ვისაც ამ პოზიციაზე უთამაშია[1]. 1972-1974 წლებში გუნდმა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონის ტიტული. წარმატებას მიაღწია კლუბმა კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩემპიონთა თასზეც. 1974 წელს ფინალში მადრიდის ატლეტიკო დაამარცხა და პირველად მოიპოვა ევროპის საუკეთესო კლუბის წოდება. ბაიერნმა ამ ტიტულის შენარჩუნება კიდევ 2-ჯერ შეძლო, — 1975 წლის ფინალში ინგლისური ლიდზი დაამარცხა, ხოლო 1976 წელს ფრანგული სენტ-ეტიენი. ბეკენბაუერი კვლავ რჩებოდა გუნდის მამოძრავებელ ძალად. 1977 წელს ფრანცმა მიიღო ამერიკული ნიუ-იორკ კოსმოსის შეთავაზება. ამ გუნდში ის 1980 წლამდე გამოდიოდა და ამ დროის განმავლობაში 3-ჯერ მოიგო ჩრდილოეთ ამერიკის საკლუბო ტურნირი (1977, 1978, 1980)[1]. 1980 წელს გერმანელი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ჰამბურგში ჩაირიცხა. აქ მან მორიგი ბუნდესლიგის მოგება მოასწრო, შემდეგ კვლავ ნიუ-იორკ კოსმოსში დაბრუნდა ერთი სეზონით და კარიერა დაასრულა. სანაკრებო კარიერამსოფლიო ჩემპიონატი 1966ფრანც ბეკენბაუერისათვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისში გამართული მუნდიალი გამოდგა. ამ დროს დასავლეთ გერმანელებს უვე ზეელერი კაპიტნობდა. ჯგუფის პირველ მატჩში გერმანელებმა შვეიცარიელები 5-0 გაანადგურეს, ფრანცმა კი დუბლი მიითვალა[4]. მომდევნო შეხვედრა არგენტინასთან უგოლო გამოდგა. დასკვნით ტურში ესპანელებს სძლიეს (2-1) და ჯგუფიდან პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდნენ. მეოთხედფინალში დასავლეთ გერმანიამ ურუგვაი დაამარცხა (4-0), ბეკენბაუერმა კი 70-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა[4]. ტიტულებისათამაშო
სამწვრთნელო
ინდივიდუალურილიტერატურა
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|