|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შუბანი.
|
შუბანი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: შუბანი, დარჩიძეები, იაკობაური, კობალთა, ტომაშეთი, ქუთაური, წელათი). მდებარეობს სხალთის ქედის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ჩირუხისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 1600 მ., დაბა შუახევიდან 27 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეთამბაქოეობისა და მეცხოველეობის მეურნეობა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, საავადმყოფო, ფოსტა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 152 კაცი[1].
მეჩეთი
სოფელში დგას 1887-1888 წლებში აშენებული მეჩეთი. ის ააგეს შავშეთიდან მოწვეულმა ოსტატებმა. ექსტერიერს აქვს აჭარული მეჩეთებისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტა. სადა კედლებს შემოუყვება ჰორიზონტალური მოჩუქურთმებული სარტყველი და ორნამენტული კარნიზი. შენარჩუნებულია ფანჯრის ძველი ცხაური. გვიან აღდგენილი ერთ-ერთი ფანჯრის დეკორი იმეორებს აღმოსავლურ მოტივებს. ჯამესთან მდგარ ხის შადრევანს როტონდას ფორმა აქვს. ხის ფანჩატური გარედან რვაწახნაგაა, მისი გადახურვა ეყრდნობა ბოძებს, არქიტრავი კი ტალღოვან შეისრული ფორმისაა. სახურავი შედარებით დაბალი და ბრტყელია. შიდა ჭერი შედგება ვარსკვლავისებურად განაწილებული რვა სამკუთხედისგან დაცენტრში ცრუ გუმბათითაა აქცენტირებული.[2]
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
294[3][4]
|
2014 |
152[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო