ჭვანა
ჭვანა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ჭვანა, ახალდაბა, ვარჯანაული, ზედა ყანა, ტაკიძეები, ცეკვა, ცივაძეები, ცხემლისი, წყაროთა, ჭალა, ხიჭაური).[2] მდებარეობს მდინარე ჭვანისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 650 მ., დაბა შუახევიდან 12 კმ. სოფელში ფუნქციონირების ბიბლიოთეკა და საბავშვო ბაღი. მოქმედებს ძველი მეჩეთი.[3] გეოგრაფია
კლიმატიჭვანა გამოირჩევა შედარებით ნაკლები სინესტით. ხეობის გასწვრივ არის ხმელთაშუაზღვის ტიპის სუბტროპიკული ჰავა, იცის ცხელი და მშრალი ზაფხული, შედარებით თბილი ზამთარი. საშუალო წლიური ტემპერატურა 11,4 °C, იანვარში 1,3 °C, აგვისტოში 19,9 °C; აბსოლუტურ მაქსიმალური ტემპერატურა 42,3 °C; აბსოლუტურ მინიმუმი - 12 °C. ნალექები 1200–1500 მმ მოდის წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი შემოდგომაზეა, მინიმუმი - გაზაფხულზე. წლის ცივ პერიოდში ნალექები თოვლის სახით მოდის. თოვლის სისქე 1-1,5 მეტრს აღწევს. ფაუნაცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია: დათვი, ტურა, მელა, მგელი,შველი, გარეული ღორი, არჩვი, მაჩვი, კვერნა, ზღარბი, თხუნელა, კურდღელი, . გვხვდება აგრეთვე მწვანე ხვლიკი და გველი ანკარა. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: კოდალა, შაშვი, გუგული, ოფოფი, კაკაბი, როჭო, მერცხალი, ტყის ქათამი. თევზებიდან ძირითადათ გვხდება კალმახი, წვერა, ღორჯო და სხვ. ფლორაჭვანის ხეობაში მცენარეთა დიდი ნაირსახეობაა, მრავლადაა ფიჭვი, ნაძვი, მუხა, წაბლი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, წიფელი, ცაცხვი, თელა, მოცვი, წყავი, შქერი. ტყეები მდიდარია გარეული ხილით, აგრეთვე სამკურნალო მცენარეებით. ისტორიაშემორჩენილია XII საუკუნის ბოლო აგებული ჭვანის თაღოვანი ხიდი.[4] 1916 წელს გაიხსნა სკოლა.[5] 1948 წლამდე ეწოდებოდა დუზჭვანა.[6] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა. მოქმედებდა საავადმყოფო. დემოგრაფია2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 328 კაცი[1].
გალერეა
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|