ხოსე კარერასი
ჟოზეპ მარია კარერას ი კოლი (წარმოთქმა კატალანურად: [ʒuˈzɛp kəˈreɾəs]; უფრო მეტად ცნობილი, როგორც ხოსე კარერასი (ესპ. José Carreras, ესპანური წარმოთქმა: [xoˈse kaˈreɾas]) დ. 5 დეკემბერი, 1946) — ესპანელი ტენორი, ცნობილი ვერდის და პუჩინის ოპერებში მონაწილეობით.[1] დაბადებული ბარსელონაში, კარერასი სცენაზე პირველად გამოვიდა 11 წლის ასაკში, მანუელ და ფალიას „ოსტატ პედროს ბალაგანში“ და შემდგომში შეასრულა მრავალი სხვა, 60-ზე მეტი როლი, გამოდიოდა მსოფლიოს წამყვან საოპერო დარბაზებში და მონაწილეობდა არაერთი ჩანაწერის შექმნაში. მსოფლიო წარმატება აგრეთვე მოიპოვა, როგორც ერთ-ერთმა სამი ტენორიდან, რომელთა შორის აგრეთვე იყვნენ პლასიდო დომინგო და ლუჩანო პავაროტი. ამ შემადგენლობით სამეული დროდადრო გამოდიოდა 1990 წლიდან. კარერასი აგრეთვე ცნობილია, როგორც ქველმოქმედი და 1988 წლიდან დაარსებული აქვს ლეიკემიით დაავადებულთა ფონდი.[2] რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|