ჰაინრიხ V (სრი)ჰაინრიხ V (გერმ. Heinrich V; დ. 8 იანვარი, 1081 — გ. 23 მაისი, 1125, უტრეხტი) — გერმანიის მეფე 1106 წლიდან, საღვთო რომის იმპერატორი 1111 წლიდან, ჰაინრიხ IV-ისა და ბერტა სავოიელის ძე. მამის სიცოცხლეშივე დაუკავშირდა მის მოწინააღმდეგეებს —პაპს და გერმანიის მთავრებს. შემდეგ განაგრძო ბრძოლა ინვესტიტურისათვის, რომელიც საბოლოოდ კომპრომისული ვორმსის კონკორდატით დასრულდა (1122). დაკრძალულია შპაიერის ტაძარში. პირადი ცხოვრებადაქორწინებული იყო მატილდა ინგლისელზე. ჰაინრიხ V-ს და მატილდა ინგლისელს შვილები არ შეძენიათ. ლიტერატურა
|