Share to:

 

A Collection of Great Dance Songs

A Collection of Great Dance Songs
საუკეთესო ჰიტების ალბომი
გამოცემის თარიღი 23 ნოემბერი 1981
ჩაიწერა 1973 - 1981
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 43:00
ლეიბლი Harvest Records, EMI (ბრიტანეთი) Columbia, Capitol Records (აშშ)
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი, პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
The Wall
(1979)
A Collection of Great Dance Songs
(1981)
The Final Cut
(1983)
სინგლები ალბომიდან A Collection of Great Dance Songs
  1. „Money“
    გამოცემის თარიღი: დეკემბერი, 1981
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic2/5 stars[1]
რობერტ კრისტგოუ(B+)[2]
Rolling Stone4/5 stars

A Collection of Great Dance Songs (ქართ. საუკეთესო საცეკვაო სიმღერების კოლექცია) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერების, რომელიც გამოვიდა 1981 წელს, როჯერ უოტერსის თანხმობის გარეშე.

ისტორია

ალბომის სახელწოდება ოდნავ ირონიულია, რადგანაც პინკ ფლოიდს არასოდეს დაუწერია საცეკვაო მუსიკა.

გარეკანზე გამოსახულია მოცეკვავე წყვილი, რომელიც თოკებით მიბმულია მიწაზე, გამოდის, თითქოს ისინი არც ცეკვავენ. გარეკანის ავტორი ისევ სტორმ თორგერსონია, თუმცა იგი ფსევდონიმით TCP არის ნახსენები, რადგანაც როჯერ უოტერსთან კონფლიქტის შემდეგ მას პინკ ფლოიდთან თანამშრომლობის უფლება არ ჰქონდა.

სიმღერები კომპილაციისთვის დეივიდ გილმორმა შეარჩია - ვინაიდან აუცილებელი იყო ამერიკულ ბაზარზე ახალი დისკის შეტანა. ალტერნატიული მიქსების სახით წარმოდგენილია „Shine On You Crazy Diamond“-ის I-III, V და VII ნაწილების შეერთება (ანოტაციაში ეს მითითებული არ არის); „Another Brick In The Wall, Part 2“ არის სინგლის ვერსია, რომელიც დასასრულს უახლოვდება მანამ, სანამ ბოლომდე გაიჟღერს „if you don't eat your meat“.

სიმღერა Money ჩაწერილი იქნა ახალი სახით, რადგანაც ამერიკაში კომპანიამ Capitol Records უარი უთხრა კომპანიას Columbia Records ამ სიმღერის გამოყენებაზე. ამის გამო, დეივიდ გილმორმა ახლებურად ჩაწერა სიმღერა, თავად დაუკრა ყველა დასარტყმელ საკრავებზე, გიტარაზე, კლავიშებიან საკრავებზე, ბას-გიტარაზე და შეასრულა ვოკალური პარტიები, ხოლო სიმღერის პროდიუსერის სახით ჩაწერას ესწრებოდა ჯეიმზ გათრი. დიკ პერიმ კვლავ დაუკრა საქსოფონზე. საბოლოო ვერსია სულ ოდნავ განსხვავდება ორიგინალისგან, რაც უფრო მეტად გიტარის სოლოსა და საქსოფონს ეტყობა. ასევე, დასარტყმელი საკრავების პარტიაც საკმაოდ განსხვავებულია.

ამერიკაში, 1982 წლის 29 იანვარს ალბომს ოქროს სტატუსი მიენიჭა. ალბომის ახალი ტირაჟი 1997 (Columbia) და 2000 (Capitol, EMI) წელს გამოიცა.

არსებობს კომპილაციის ალტერნატიული ვერსია - სიმღერების იგივე სიით, მაგრამ განსხვავებული გარეკანით და სახელწოდებით Best Of Pink Floyd, რომელიც გამოვიდა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში (მაგალითად, უნგრეთში). მის გარეკანზე გამოტანილია კოლაჟები ალბომიდან Ummagumma[3].

სიმღერების სია

ორიგინალური გამოცემა

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იალბომიდანხანგრძლივობა
1.„One of These Days“გილმორი/უოტერსი/რაიტი/მეისონიMeddle5:49
2.„Money“ (ჩაწერილია 1981 წელს სტუდიაში New Roydonia)უოტერსიორიგინალური ვერსია ალბომიდან The Dark Side of the Moon6:45
3.„Sheep“უოტერსიAnimals10:25
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იალბომიდანხანგრძლივობა
4.„Shine On You Crazy Diamond“ (შემოკლებული ვერსია)გილმორი/უოტერსი/რაიტიWish You Were Here10:41
5.„Wish You Were Here“უოტერსი/გილმორიWish You Were Here5:25
6.„Another Brick in the Wall (Part II)“ (შემოკლებული ვერსია)უოტერსიThe Wall3:52

8 არხიანი კასეტა

პროგრამა 1
  1. One of These Days
  2. Wish You Were Here
პროგრამა 2
  1. Sheep
პროგრამა 3
  1. Shine On You Crazy Diamond (შემოკლებული)
პროგრამა 4
  1. Money (1981 წლის ვერსია)
  2. Another Brick in the Wall (Part 2) (შემოკლებული)

პერსონალი

პინკ ფლოიდი
  • როჯერ უოტერსი - ბასი (Money-ს და Sheep-ის გარდა), წამყვანი ვოკალი - Sheep, Shine On You Crazy Diamond და Another Brick In The Wall, Part 2, ბეკ-ვოკალი, რიტმული გიტარა  - Sheep
  • რიჩარდ რაიტი - კლავიშებიანი საკრავები და სინთეზატორები (Money-ს გარდა), ბეკ-ვოკალი
  • დეივიდ გილმორი - წამყვანი და რიტმული გიტარები, წამყვანი ვოკალი - Wish You were Here, Another Brick In The Wall, Part 2 და Money, ბასი - One of These Days, Money და Sheep, ბეკ-ვოკალი , დასარტყმელი და კლავიშებიანი საკრავები - Money
  • ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები (Money-ს გარდა), ფრაზა One of These Days-ში
სხვა მონაწილეები
  • ისლინგტონ გრინის სკოლა - ვოკალები - Another Brick In The Wall, Part 2
  • დიკ პერი - საქსოფონი - Money
ტექნიკური პერსონალი
  • ჯეიმზ გათრი - რემასტერინგი
  • დაგ საქსი - მასტერინგი და რემასტერინგი
  • TCP (Hipgnosis-ის ფსევდონიმი) - გარეკანის დიზაინი და ფოტოგრაფია

ჩარტები და სერტიფიცირებები

სქოლიო

  1. რულმანი, უილიამ. (2011 [last update])A Collection of Great Dance Songs - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 9 ივლისი 2011.
  2. კრისტგოუ, რობერტ. (2011 [last update])Robert Christgau: CG: Pink Floyd. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 9 ივლისი 2011.
  3. https://www.discogs.com/Pink-Floyd-Best-Of-Pink-Floyd/release/1716498
  4. კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. სენტ-აივზი, ახალი სამხრეთი უელსი: Australian Chart Book. ISBN 0-646-11917-6. 
  5. "Pink Floyd - A Collection of Great Dance Songs" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  6. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 0451." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  7. „Dutchcharts.nl – Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  8. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  9. "Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  10. "Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  11. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  12. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 11 ივნისი 2016.
  13. Austrian album certifications – Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ A Collection of Great Dance Songs ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  14. British album certifications – Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ A Collection of Great Dance Songs ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  15. American album certifications – Pink Floyd – A Collection of Great Dance Songs. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
Index: pl ar de en es fr it arz nl ja pt ceb sv uk vi war zh ru af ast az bg zh-min-nan bn be ca cs cy da et el eo eu fa gl ko hi hr id he ka la lv lt hu mk ms min no nn ce uz kk ro simple sk sl sr sh fi ta tt th tg azb tr ur zh-yue hy my ace als am an hyw ban bjn map-bms ba be-tarask bcl bpy bar bs br cv nv eml hif fo fy ga gd gu hak ha hsb io ig ilo ia ie os is jv kn ht ku ckb ky mrj lb lij li lmo mai mg ml zh-classical mr xmf mzn cdo mn nap new ne frr oc mhr or as pa pnb ps pms nds crh qu sa sah sco sq scn si sd szl su sw tl shn te bug vec vo wa wuu yi yo diq bat-smg zu lad kbd ang smn ab roa-rup frp arc gn av ay bh bi bo bxr cbk-zam co za dag ary se pdc dv dsb myv ext fur gv gag inh ki glk gan guw xal haw rw kbp pam csb kw km kv koi kg gom ks gcr lo lbe ltg lez nia ln jbo lg mt mi tw mwl mdf mnw nqo fj nah na nds-nl nrm nov om pi pag pap pfl pcd krc kaa ksh rm rue sm sat sc trv stq nso sn cu so srn kab roa-tara tet tpi to chr tum tk tyv udm ug vep fiu-vro vls wo xh zea ty ak bm ch ny ee ff got iu ik kl mad cr pih ami pwn pnt dz rmy rn sg st tn ss ti din chy ts kcg ve 
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 
Kembali kehalaman sebelumnya