A Saucerful of Secrets
A Saucerful of Secrets (ინგლ. იდუმალი თეფში) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეორე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 1968 წლის 29 ივნისს. მასში შეტანილი კომპოზიციები ჩაიწერა EMI-ს კუთვნილ ები-როუდის სტუდიებში 1967 წლის აგვისტოდან 1968 წლის აპრილამდე. სიდ ბარეტის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ეს იყო პინკ ფლოიდის უკანასკნელი ალბომი, რომელზეც მან იმუშავა. ჩაწერა და სტრუქტურაალბომის ხმისჩამწერი სესიების დროს ბარეტის ფსიქიკური მდგომარეობა სულ უფრო იცვლებოდა. 1968 წლის იანვარში ჯგუფში მოვიდა დევიდ გილმორი. ბარეტმა პინკ ფლოიდი ოფიციალურად დატოვა მარტში და ახალი შემადგენლობა დარჩა დისკის ჩაწერის დასასრულებლად. შედეგად A Saucerful of Secrets არის პინკ ფლოიდის ერთადერთი სტუდიური დისკი, რომელზეც უკრავს ხუთივე წევრი. გილმორი ასრულებს სოლო-პარტიებს კომპოზიციებში "Let There Be More Light", "Corporal Clegg", "A Saucerful of Secrets" და "See-Saw", ხოლო ბარეტი — კომპოზიციებში "Remember a Day", "Jugband Blues" და "Set the Controls for the Heart of the Sun". ისევე როგორც "Jugband Blues", ალბომში უნდა შეეტანათ "Vegetable Man", რომელიც სიდ ბარეტის მიერ დაიწერა. მიუხედავად ამისა, პინკ ფლოიდის წევრების აზრით, იგი ზედმეტად ავტობიოგრაფიული იყო და მისი შეტანა ალბომზე არ უნდა მომხდარიყო. შედეგად, ეს კომპოზიცია და "Scream Thy Last Scream" (იმავე პერიოდში ჩაწერილი) პინკ ფლოიდის არც ერთ ოფიციალურ გამოცემაში არ იქნა შეტანილი, თუმცა ვრცელდება ბუტლეგის ტიპის ჩანაწერებზე. რიჩარდ რაიტის ხმა ჟღერს ალბომის ოთხ კომპოზიციაში. ამრიგად, ეს არის პინკ ფლოიდის ერთადერთი ალბომი, სადაც რაიტის ვოკალური პარტიების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე სხვა წევრების. ასევე, ეს არის ერთადერთი ალბომი, სადაც ნიკ მეისონი მღერის ("Corporal Clegg"). დღემდე A Saucerful of Secrets რჩება პინკ ფლოიდის ერთადერთ ალბომად, რომელიც არ მოხვდა ამერიკულ ჩარტში. გარეკანიპინკ ფლოიდამდე EMI-ს კლიენტებიდან საკუთარი გემოვნებით შერჩეული დიზაინერი მხოლოდ The Beatles-ის წევრებს თუ ჰყოლია. პინკ ფლოიდის ალბომისთვის ყდა შექმნა დიზაინ-გაერთიანებამ Hipgnosis, რომელშიც სტორმ თორგერსონი შედიოდა. სურათების კოლაჟის ნაწილი აღებულია კომპანიის Marvel Comics ჟურნალის Strange Tales 158-ე გამოცემის 25-ე გვერდიდან (1967), სადაც ჩნდება ექიმი სტრეინჯი. ასევე გამოყენებულია პლანეტების გამოსახულება. გარეკანის შუაგულში ოდნავ შეიმჩნევა თავად მუსიკოსების სურათიც (იხ. მარცხნივ). ალბომის Ummagumma ჩაწერის შემდეგ ჯგუფის გამოსახულება ალბომის მთავარ მხარეს აღარ დაბეჭდილა. გარეკანზე დევიდ გილმორის გვარი არასწორად არის დაწერილი, როგორც Gilmore. იგივე შეცდომას ხშირად უშვებდა სხვადასხვა ტელეარხი თუ გაზეთი, თუმცა Gilmore კვლავ ჩნდებოდა ალბომის ნებისმიერ გამოცემაზე 1994 წლამდე. 1994 წლის გამოცემას თან ახლავს როგორც სიმღერების ტექსტები, ასევე ახალი ფსიქოდელიური გამოსახულებები და ჯგუფის ფოტოსურათები. ეს ყდა ასევე გამოყენებულია ჯგუფ Marillion-ის სადებიუტო სტუდიური დისკის Script for a Jester's Tear გაფორმებაში (სადაც იატაკზე არის დადებული). სიმღერების მიმოხილვაისევე როგორც ალბომში The Piper at the Gates of Dawn, ამ ნამუშევარშიც შეიმჩნევა სპეის და ფსიქოდელიური როკის ელემენტები. მაგრამ წინამორბედისგან განსხვავებით, რომელშიც ავტორის სახით დომინირებდა სიდ ბარეტი, აქ მისი მხოლოდ ერთი საავტორო სიმღერა მოხვდა, Jugband Blues. ვინაიდან ბარეტი თითქმის არ მუშაობდა სტუდიაში, ძირითად შემოქმედებით ძალას როჯერ უოტერსი და რიჩარდ რაიტი წარმოადგენდნენ. პირველი კომპოზიცია, Let There Be More Light თითქოს განაგრძობს ბარეტის სტილში მოძრაობას. ისევე როგორც Remember a Day, სიმღერა See-Saw თავის ტექსტებში შეიცავს მოგონებებს ბავშვობაზე. მათი ავტორია რაიტი, რომელსაც თავად ეს სიმღერები არ მოსწონდა. Set the Controls for the Heart of the Sun (უოტერსის კიდევ ერთი კომპოზიცია) სპეის-როკის ჟანრის ნომერია, რომელიც ბარეტთან ერთად მანამდე, 1967 წელს კონცერტებზე სრულდებოდა. იგი ისეთი მოწონებით სარგებლობდა, რომ ჯგუფი მას 1973 წლამდე ასრულებდა, ხოლო უოტერსმა ის შეიტანა თავის 1984 წლის სოლო-პროგრამაში და ასრულებდა ტურის The Dark Side of the Moon Live 2008 წლის ეტაპის ჩათვლით. კომპოზიციის ტექსტი აღებულია ჩინური პოეზიის წიგნიდან. Corporal Clegg, დაწერილი უოტერსის მიერ, არის პინკ ფლოიდის პირველი კომპოზიცია, რომლის ტექსტში ნახსენებია ომი - თემა, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა უოტერსის ქვეცნობიერებაზე და კულმინაცია იქონია ალბომში The Final Cut. ამ სიმღერაში ასევე ჟღერს ნიკ მეისონის ვოკალიც, რაც აღარ განმეორებულა ჯგუფის არც ერთ დისკზე. გამოცემებიბრიტანეთში ალბომი პირველად გამოიცა 1968 წლის 29 ივნისს, ლეიბლის EMI მიერ შექმნილ უფრო მცირე ფირმის Columbia მიერ. თავდაპირველად გამოვიდა მისი მონო (SX 6258) და სტერეო (SCX 6258) ვერსიები. ჰიტ-აღლუმში მან #9 პოზიციამდე მიაღწია. აშშ-ში ის გამოსცა ლეიბლმა Tower Records (რომელიც Capitol-ის მიერ იქნა დაარსებული). დღემდე იგი ამ ქვეყანაში რჩება პინკ ფლოიდის ერთადერთ ალბომად, რომელიც ჰიტ-აღლუმებში არ მოხვედრილა. თუმცა, კრებულში A Nice Pair გამოცემით ის შტატებში #39 პოზიციაზე გამოჩნდა. ალბომის სტერეო-ჩანაწერი კომპაქტ-დისკზე პირველად 1987 წელს, ხოლო 1992 წელს - რემასტერის სახით იქნა გამოცემული, კრებულის Shine On შემადგენლობაში. რემასტერი აგრეთვე გამოვიდა 1994 (ბრიტანეთი) და 1995 (აშშ) წლებში. მაგრამ აუდიოდისკზე მონო-ვერსია ოფიციალურად არ გამოცემულა. 2011 და 2016 წლებში CD კვლავ გამოვიდა (მოგვიანებით - Pink Floyd Records-ზე). 2016 წელს ალბომი ხელახლა გამოიცა ანალოგური ფირებიდან აღდგენილ გრამფირფიტაზე. სიმღერების სია
პერსონალი
ჩარტები და სერტიფიცირებები
სქოლიო
|