ბენედიკტა დანიელი (დან. Benedikte af Danmark; დ. 29 აპრილი, 1944) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ფრედერიკ IX-ისა და დედოფალ ინგრიდ შვედის შუათანა ასული. დანიის დედოფალ მარგრეტე II-ის უმცროსი და. დანიის სამეფო ტახტის რიგით მეთერთმეტე მემკვიდრე.
ბიოგრაფია
პრინცესა ბენედიკტა დაიბადა 1944 წლის 29 აპრილს, ამალიენბორგის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის მეფე ფრედერიკ IX-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ინგრიდ შვედის რიგით მეორე შვილი და ქალიშვილი. იგი მამამისის გამეფებამდე სამი წლით ადრე დაიბადა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დანია ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული. დაბადებიდან მალევე, 24 მაისს იგი ლუთერანად მონათლეს, სადაც მისი ნათლიები იყვნენ დანიის მეფე კრისტიან X და დედოფალი ალექსანდრინა (ბებია-ბაბუა), დანიის პრინცი გუსტავი (ბიძა), შვედეთის მეფე გუსტავ V (ბაბუა), შვედეთის პრინცი სიგვარდი (ბიძა), დანიის პრინცესა კაროლინა მატილდა, დანიის პრინცესა ინგებორგ დანიელი, შვედეთის პრინცესა მარგარეტა დანიელი და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ II.
1968 წელს იგი ცოლად გაჰყვა საინ-ვიტგენშტაინ-ბერლებურგის მთავარ რიხარდს, რომელთანაც სულ სამი შვილი შეეძინა, მათ შორის ორი გოგონა და ერთი ვაჟი. მთავარი რიხარდი 2017 წელს გარდაიცვალა.
1972 წელს ტახტზე ბენედიკტას და, მარგრეტე II ავიდა, რომლის შვილებისა და შვილიშვილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ბენედიკტამ თანდათან უკან გადაიწია მემკვიდრეთა სიაში, დღეისათვის კი იგი ტახტის რიგით მეთერთმეტე მემკვიდრეა.
წინაპრები
წინაპრები - ბენედიკტა დანიელი
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 16. კრისტიან IX, დანიის მეფე |
|
| | | | |
| 8. ფრედერიკ VIII, დანიის მეფე | |
|
| | | | | | | |
| 17. ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი |
|
| | | | |
| 4. კრისტიან X, დანიის მეფე | |
|
| | | | | | | | | | |
| 18. კარლ XV, შვედეთის მეფე |
|
| | | | |
| 9. ლუიზა შვედი | |
|
| | | | | | | |
| 19. ლუიზა ნიდერლანდელი |
|
| | | | |
| 2. ფრედერიკ IX, დანიის მეფე | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 20. ფრიდრიხ ფრანც II, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი |
|
| | | | |
| 10. ფრიდრიხ ფრანც III, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი | |
|
| | | | | | | |
| 21. ავგუსტა როის ცუ კოიშტრიცი |
|
| | | | |
| 5. ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 22. მიხეილ ნიკოლაევიჩი, რუსეთის დიდი მთავარი |
|
| | | | |
| 11. ანასტასია მიხაილოვნა რომანოვა | |
|
| | | | | | | |
| 23. სესილია ბადენელი |
|
| | | | |
| 1. ბენედიკტა დანიელი | |
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 24. ოსკარ II, შვედეთის მეფე |
|
| | | | |
| 12. გუსტავ V, შვედეთის მეფე | |
|
| | | | | | | |
| 25. სოფია ნასაუელი |
|
| | | | |
| 6. გუსტავ VI, შვედეთის მეფე | |
|
| | | | | | | | | | |
| 26. ფრიდრიხ I, ბადენის დიდი ჰერცოგი |
|
| | | | |
| 13. ვიქტორია ბადენელი | |
|
| | | | | | | |
| 27. ლუიზა პრუსიელი |
|
| | | | |
| 3. ინგრიდ შვედი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 28. ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი |
|
| | | | |
| 14. არტური, კონაქტის ჰერცოგი | |
|
| | | | | | | |
| 29. ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი |
|
| | | | |
| 7. მარგარეტ კონაქტელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 30. ფრიდრიხ კარლ პრუსიელი |
|
| | | | |
| 15. ლუიზა მარგარეტ პრუსიელი | |
|
| | | | | | | |
| 31. მარია ანა ანჰალტ-დესაუელი |
|
| | | | |
|
ლიტერატურა
- Johannes Burkardt und Ulf Lückel: Das Fürstliche Haus zu Sayn-Wittgenstein-Berleburg. Börde-Verlag, Werl 2005, ISBN 3-9810315-0-4
დანიის პრინცესები |
---|
| I თაობა | |
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა | |
---|
| V თაობა | |
---|
| VI თაობა | |
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
| IX თაობა | |
---|
| X თაობა | |
---|
| XI თაობა | |
---|
| XII თაობა | |
---|
| XIII თაობა | |
---|
| XIV თაობა | |
---|
| XV თაობა |
- ფეოდორა, შომბურგ-ლიპეს პრინცესა
- კაროლინა მატილდა
- ალექსანდრინა ლუიზა, კასტელ-კასტელის პრინცესა
- ელენე, რუმინეთის დედა-დედოფალი
- ირენე, აოსტის ჰერცოგინია
- ეკატერინე
- ევგენია, რაძივილის პრინცესა
- ოლგა, იუგოსლავიის პრინცესა
- ელისაბედი, ტოირინგ-იეტენბახის პრინცესა
- მარინა, კენტის ჰერცოგინია
- მარგარიტა, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა
- თეოდორა, ბადენის მარკგრაფინია
- სესილია, ჰესენის დიდი ჰერცოგინია
- სოფია, ჰანოვერის პრინცესა
|
---|
| XVI თაობა | |
---|
| XVII თაობა | |
---|
| XVIII თაობა |
- იზაბელა
- ჯოზეფინა
- ათენა
- მარია ოლიმპია
|
---|
|
|