ლუიზა დანიელი (1875-1906)
ლუიზა დანიელი (დან. Louise af Danmark; დ. 17 თებერვალი, 1875 — გ. 4 აპრილი, 1906) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ისა და დედოფალ ლუიზა შვედის ასული. შომბურგ-ლიპეს პრინც ფრიდრიხის მეუღლე.
ბიოგრაფია
ლუიზა დაიბადა 1875 წლის 17 თებერვალს კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სასახლეში. იგი იყო დანიის კრონპრინც ფრედერიკისა და მისი ცოლის, პრინცესა ლუიზა შვედის უფროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია დანიის მეფე კრისტიან IX და დედოფალი ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი), ხოლო დედის მხრიდან შვედეთის მეფე კარლ XV და დედოფალი ლუიზა ნიდერლანდელი ერგებოდნენ.
1896 წლის 5 მაისს, კოპენჰაგენში იგი დაქორწინდა შომბურგ-ლიპეს პრინც ფრიდრიხზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რის გამოც ლუიზა გათხოვების შემდეგ ძალიან ხშირად სტუმრობდა თავის ოჯახს. თითოეული ვიზიტისას იგი 2-3 თვით მაინც რჩებოდა დანიაში. ამას გარდა, მისი დედ-მამა წელიწადში რამდენჯერმე მაინც ჩადიოდნენ და ნახულობდნენ მას.
პრინცესა ლუიზა გარდაიცვალა 1906 წლის 4 აპრილს, 31 წლის ასაკში, ჩეხეთში. აღსანიშნავია, რომ იგი თავისი მამამთილის, პრინცი ვილჰელმის გარდაცვალებიდან ხუთ საათში დაიღუპა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად მინინგიტი დასახელდა, რითაც ბოლო კვირების მანძილზე იტანჯებოდა. იგი თავისი და-ძმებიდან პირველი გარდაიცვალა.
შვილები
- მარია ლუიზა (1897-1938), ცოლად გაჰყვა პრუსიის პრინც ფრიდრიხ სიგიზმუნდს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- კრისტიან ნიკოლასი (1898-1974), შომბურგ-ლიპეს პრინცი, იქორწინა თავის ბიძაშვილ ფეოდოროა დანიელზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- სტეფანია ალექსანდრა (1899-1925), ცოლად გაჰყვა ბენტეიმ-შტაინფურტის მთავარ ვიქტორ ადოლფს, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;
ლიტერატურა
- Bo Bramsen: Huset Glücksborg. Europas svigerfader og hans efterslægt. Band 2, Kopenhagen 1992, ISBN 87-573-1843-6, S. 336–340.
- Knud J. V. Jespersen: Rytterkongen. Et portræt af Christian 10. Kopenhagen 2007, ISBN 978-87-02-04135-4, S. 144.
- Bo Bramsen: Huset Glücksborg. Europas svigerfader og hans efterslægt. Band 2, Kopenhagen 1992, ISBN 87-573-1843-6, S. 338.
- Bo Bramsen: Huset Glücksborg. Europas svigerfader og hans efterslægt. Band 2, Kopenhagen 1992, ISBN 87-573-1843-6, S. 340.
დანიის პრინცესები |
---|
| I თაობა | |
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა | |
---|
| V თაობა | |
---|
| VI თაობა | |
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
| IX თაობა | |
---|
| X თაობა | |
---|
| XI თაობა | |
---|
| XII თაობა | |
---|
| XIII თაობა | |
---|
| XIV თაობა | |
---|
| XV თაობა |
- ფეოდორა, შომბურგ-ლიპეს პრინცესა
- კაროლინა მატილდა
- ალექსანდრინა ლუიზა, კასტელ-კასტელის პრინცესა
- ელენე, რუმინეთის დედა-დედოფალი
- ირენე, აოსტის ჰერცოგინია
- ეკატერინე
- ევგენია, რაძივილის პრინცესა
- ოლგა, იუგოსლავიის პრინცესა
- ელისაბედი, ტოირინგ-იეტენბახის პრინცესა
- მარინა, კენტის ჰერცოგინია
- მარგარიტა, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა
- თეოდორა, ბადენის მარკგრაფინია
- სესილია, ჰესენის დიდი ჰერცოგინია
- სოფია, ჰანოვერის პრინცესა
|
---|
| XVI თაობა | |
---|
| XVII თაობა | |
---|
| XVIII თაობა |
- იზაბელა
- ჯოზეფინა
- ათენა
- მარია ოლიმპია
|
---|
|
|