ელიუ რუთი
ელიუ რუთი (ინგლ. Elihu Root, /ˈɛlᵻhjuː ˈruːt/; დ. 15 თებერვალი, 1845 – გ. 7 თებერვალი, 1937) — ამერიკელი იურისტი და სახელმწიფო მოხელე, რომელიც მსახურობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნად პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის მმართველობის ქვეშ და ასევე იყო ომის მდივანი რუზველტისა და უილიამ მაკ-კინლის პრეზიდენტობის დროს. იგი ხშირად გადადიოდა ერთი მაღალი თანამდებობიდან მეორე მაღალ თანამდებობაზე ვაშინგტონში და მოღვაწეობდა კერძო სექტორის იურიდიულ პრაქტიკაში ნიუ-იორკში. ამის გამო, მას მიიჩნევენ XX საუკუნის პოლიტიკურად „ბრძენი ადამიანის“ პროტოტიპად, რომელიც პრეზიდენტებს აძლევდა რჩევებს საგარეო და საშინაო საკითხებში.[14] იგი აირჩია სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანომ აშშ-ს სენატორად ნიუ – იორკში და მსახურობდა ერთი ვადით, 1909–1915. რუთს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1912 წელს. რუთი იყო წამყვანი იურისტი, რომლის კლიენტებში შედიოდნენ მსხვილი კორპორაციები და ისეთი ძლიერი მოთამაშეები, როგორიცაა ენდრიუ კარნეგი. რუთი მუშაობდა კარნეგის ფონდის პრეზიდენტად და თავმჯდომარედ საერთაშორისო მშვიდობისათვის ვაშინგტონის კარნეგის ინსტიტუტისა და ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციაში. როგორც მაკ-კინლისა და რუზველტის ქვეშ მყოფმა ომის მდივანმა, რუთმა შეიმუშავა ამერიკული პოლიტიკა ახალი კოლონიური საკუთრებისთვის, განსაკუთრებით ფილიპინებისა და კუბის შესახებ. მისი როლი ფილიპინების აჯანყების ჩახშობაში აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ანტიიმპერიალისტი აქტივისტებისთვის. რუთმა მხარი დაუჭირა კოლონიური ადმინისტრაციისადმი პატერნალისტურ მიდგომას, ხაზს უსვამდა ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და უწყვეტ საზოგადოებრივი მომსახურებას, რაც ასახულია პროგრესული ხანის ეთიკის სტანდარტებში. მან ხელი შეუწყო 1900 წლის ფორაკერის აქტის, ფილიპინების ორგანული აქტის (1902 წ.) და პლატის ცვლილებების შედგენას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო მომავალში ამერიკის ჩარევა კუბის საშინაო საქმეებში, თუ საჭირო გახდებოდა მთავრობის სტაბილურობის შენარჩუნება. ის იყო პანამის არხის ძლიერი დამცველი და მან ჩინეთთან მსოფლიო ვაჭრობის მხარდასაჭერად გახსნა ღია კარი.[15] რუთი წამყვანი მოდერნიზატორი იყო ომის დეპარტამენტის ისტორიაში, რომელმაც ჯარი მცირე სასაზღვრო საგუშაგოებიდან და სანაპირო თავდაცვის დანაყოფებიდან გარდაქმნა თანამედროვე, პროფესიონალურად ორგანიზებულ სამხედრო მანქანად ევროპის საუკეთესო მაჩვნებელთან შედარებით. მან ეროვნული გვარდიის რესტრუქტურიზაცია მოახდინა ეფექტიანი რეზერვით, შექმნა ომის არმიის კოლეჯი სამხედრო დოქტრინის შესწავლისათვის და, რაც მთავარია - შექმნა გენერალური შტაბი. თეოდორ რუზველტის მმართველობის ქვეშ რუთმა გააუმჯობესა საკონსულო მომსახურება პატრონაჟის მინიმიზაციით, ხელი შეუწყო მეგობრულ ურთიერთობებს ლათინურ ამერიკასთან და მოაგვარა იაპონიასთან დაპირისპირება არაკვალიფიციური მუშების დასავლეთის სანაპიროზე გადასვლის გამო. მან მოლაპარაკება აწარმოა 24 ორმხრივ ხელშეკრულებაზე, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და სხვა ხელმომწერებს ავალდებულებდა არბიტრაჟის გამოყენებას დავების გადასაჭრელად, რამაც განაპირობა საერთაშორისო იუსტიციის მუდმივი სასამართლოს შექმნა.[16][17] შეერთებული შტატების სენატში რუთი იყო კონსერვატორი რესპუბლიკელი, რომელიც მხარს უჭერდა პრეზიდენტ უილიამ ჰოვარდ ტაფტს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1912 წელს რესპუბლიკურ ეროვნულ კონვენციაზე, ტაფტის კანდიდატურის განმეორებით წამოყენებაში. 1916–17 წლებისთვის იგი მზადყოფნის წამყვანი მომხრე იყო, იმ იმედით, რომ შეერთებული შტატები პირველ პირველ მსოფლიო ომში მიიღებდა მონაწილეობას. პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა იგი გაგზავნა რუსეთში 1917 წელს, რათა ალიანსი დაემყარებინა რევოლუციურ მთავრობასთან, რომელმაც მეფე ჩაანაცვლა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.[18] რუთმა მხარი დაუჭირა უილსონის ერთა ლიგის ხედვას. ადრეული ცხოვრება და განათლებაელიუ რუთი დაიბადა კლინტონში, ნიუ – იორკში, ორენ რუთისა და ნენსი უიტნი ბუტრიკის ოჯახში. მშობლები ინგლისური წარმოშობის იყვნენ.[19] მისი მამა იყო ჰამილტონის კოლეჯში მათემატიკის პროფესორი. ადგილობრივ სკოლებში სწავლის შემდეგ, ელიუ ჩაირიცხა ჰამილტონის კოლეჯში. იგი შეუერთდა სიგმა ფის საზოგადოებას და აირჩიეს „ფი-ბეტა-კაპას“ საზოგადოების წევრად.[20] სწავლის დასრულების შემდეგ, რუთი იყო ფიზიკური განათლების ინსტრუქტორი ორი წლის განმავლობაში ულისტონის სემინარიაში და ერთი წლის განმავლობაში ასწავლიდა რომის (ნიუ-იორკი) თავისუფალ აკადემიაში. მიუხედავად მისი მშობლების წახალისებისა, რომ გამხდარიყო პრესვიტერიანელი პასტორი, რუთი გაემგზავრა ნიუ – იორკში, ნიუ – იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში განათლების მისაღებად, [21], რომელიც დაამთავრა 1867 წელს. მისი ძმა, ორენ რუთი უმცროსი, გახდა მინისტრი და მამამისის კვალდაკვალ გახდა მათემატიკის პროფესორი ჰამილტონში.[22] სახელმწიფო მდივანი1905 წელს პრეზიდენტმა რუზველტმა რუთი დაასახელა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნად ჯონ ჰეის გარდაცვალების შემდეგ. სახელმწიფო მდივნად მუშაობისას, მან შეინარჩუნა ღია კარის პოლიტიკა შორეულ აღმოსავლეთში. 1906 წელს ლათინურ ამერიკაში მოგზაურობისას, რუთი დარწმუნდა, რომ მთავრობებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ჰააგის სამშვიდობო კონფერენციაში. იგი მუშაობდა იაპონიასთან, რათა შეზღუდულიყო ემიგრაცია შეერთებულ შტატებში და ასრულებდა ჩინეთთან გარიგებებს. მან ჩამოაყალიბა რუთ-დაკაჰირას შეთანხმება, რომელმაც შეზღუდა იაპონიისა და ამერიკის საზღვაო სიმაგრეები წყნარ ოკეანეში. იგი დიდ ბრიტანეთთან მუშაობდა აშშ-სა და კანადას შორის არბიტრაჟზე ალასკას სასაზღვრო დავისა და ჩრდილო ატლანტიკური მეთევზეობის კონკურენციის საკითხებში. მან მხარი დაუჭირა არბიტრაჟს საერთაშორისო დავების გადაწყვეტაში. შეერთებული შტატების სენატორი1909 წლის იანვარში, რუთი აირჩია საკანონმდებლო ორგანომ აშშ-ს სენატორად ნიუ – იორკში. სენატორად მსახურობდა 1909 წლის 4 მარტიდან 1915 წლის 3 მარტამდე. იგი იყო სენატის სასამართლო სისტემაში კომიტეტის წევრი. 1914 წელს უარი თქვა ხელახალ არჩევაზე. სენატორად მსახურების დროს და მის შემდეგ, რუთი მუშაობდა კარნეგის ფონდის პრეზიდენტად საერთაშორისო მშვიდობისათვის, 1910 წლიდან 1925 წლამდე. მსოფლიო ომი1912 წელს,მისი მოღვაწეობის შედეგად ერებს შორის არბიტრაჟის გზით და თანამშრომლობით, რუთმა მიიღო ნობელის პრემია. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, რუთი დაუპირისპირდა პრეზიდენტ ვუდრო უილსონის ნეიტრალიტეტის პოლიტიკას. რუთმა ხელი შეუწყო შეერთებულმა შტატების მზადყოფნას ომში ფაქტობრივი მონაწილეობისთვის. ის ემხრობოდა აშშ-ს ომში შესვლას ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარეს, რადგან ის შიშობდა, რომ გერმანიის მილიტარიზმი მსოფლიოსთვის და შეერთებული შტატებისთვისაც ცუდი იქნებოდა. მან მხარი დაუჭირა უილსონს შეერთებული შტატების ომში შესვლისთანავე.[23] რუთი იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დამფუძნებელი თავმჯდომარე, რომელიც დაარსდა 1918 წელს ნიუ იორკში. პირადი ცხოვრება1878 წელს, კარიერული სტაბილურობის მოპოვების შემდეგ, 33 წლის ასაკში, რუთი დაქორწინდა კლარა ფრენსის უელსზე (გარდაიცვალა 1928 წელს). მათ შეეძინათ სამი შვილი: ედიტი, ელიუ უმცროსი (რომელიც გახდა იურისტი) და ედვარდ უელსი რუთი (რომელიც ჰამილტონის კოლეჯში ხელოვნების პროფესორი გახდა). გარდაცვალება და მემკვიდრეობარუთი გარდაიცვალა 1937 წელს ნიუ-იორკში, ოჯახთან ერთად ყოფნისას. დაკრძალვის ცერემონიალისათვის მარტივი მსახურება ჩატარდა კლინტონში, რომელსაც უძღვებოდა ნიუ-იორკის ცენტრალური საეპისკოპოსო ეპარქიის არქიეპისკოპოსი ეჰ კოლი.[24] რუთი დაკრძალეს მეუღლესთან, კლარასთან (რომელიც გარდაიცვალა 1928 წელს), ჰამილტონის კოლეჯის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|