საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ( ფრანგ . Institut de Droit International ), საერთაშორისო სამართლის შესწავლა-განვითარებას მიძღვნილი ორგანიზაცია, რომლის წევრები არიან მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო იურისტები. ზოგადად, ორგანიზაცია ითვლება საერთაშორისო სამართლის ყველაზე ავტორიტეტულ მსოფლიო აკადემიად. მას მიენიჭა ნობელის პრემია 1904 წელს. ისტორიასაერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი არის სამეცნიერო და კერძო ასოციაცია, ოფიციალური ხასიათის გარეშე, რომლის მიზანია საერთაშორისო სამართლის პროგრესის განვითარება, ზოგადი პრინციპების ფორმულირებით; მშვიდობის შენარჩუნებაში ან ომის კანონების დაცვაში მონაწილეობა; საჭირო სასამართლო რჩევების გამოყენება საკამათო ან საეჭვო შემთხვევებში. ინსტიტუტი დააარსა გუსტავ მოინიერის, გუსტავ როლინ-იაკმეინსისა და 9 სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ადვოკატის მიერ, 8 სექტემბერს 1873 წელს გენტში, ბელგიაში . 1873 წელს დამფუძნებლები იყვნენ:
ორგანიზაციაინსტიტუტი არის კერძო ორგანო, რომელიც შედგება ასოციაციების, წევრებისა და საპატიო წევრებისგან . წესდების თანახმად, 80 წლამდე ასაკის წევრთა და ასოციაციათა რიცხვი არ შეიძლება იყოს 132-ზე მეტი. ორგანიზაციის მიერ მოწვეული წევრები არიან ის პირები, რომლებმაც აჩვენეს შესანიშნავი, საყოველთაო მეცნიერული მოღვაწეობა, საერთაშორისო სამართლის სფეროში და შემოიფარგლება მხოლოდ მათთვის, ვინც განიხილება შედარებით თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან. ორგანიზაცია ცდილობს, რომ წევრები მოიცავდნენ მთელს მსოფლიოში. ორგანიზაცია ატარებს კონგრესებს(ორ წელიწადში ერთხელ) საერთაშორისო სამართლის შესასწავლად და გამოსცემს რეზოლუციებს, რომლებიც საერთაშორისო სამართალში ცვლილებებს გვთავაზობს. იგი არ აკეთებს კომენტარს კონკრეტულ დავებზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეკომენდაციები მოიცავს საერთაშორისო სამართალს მრავალი ფორმით, მისი ზოგიერთი რეზოლუცია, განსაკუთრებით ეხება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს და მშვიდობიანი გზით დავის გადაწყვეტას . სწორედ ამ მიზეზით მიიღო ორგანიზაციამ ნობელის პრემია .[1] ორგანიზაციამ 2009 წლის სექტემბერში, ნაპოლში ჩაატარა კონგრესი. ინსტიტუტის შტაბ-ბინის ადგილმდებარეობა იცვლება მისი გენერალური მდივნის წარმოშობის მიხედვით. ამჟამინდელი შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში, საერთაშორისო განვითარების კვლევების ინსტიტუტში . ინსტიტუტის ამჟამინდელი წევრები არიან, გამოჩენილი იურისტები, აკადემიკოსი სამართალმცოდნეები,[2] საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები, ზღვის კანონის საერთაშორისო ტრიბუნალი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო . ორგანიზაციის ბოლო რეზოლუციები მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიცაა უნივერსალური იურისდიქცია, დროებითი ზომები, იმუნიტეტი, გარემო, ძალის გამოყენება და ა.შ. ინსტიტუტი აქვეყნებს თავის ყოველწლიურ მოხსენებას, რომელშიც მოცემულია კომისიების დასკვნები, პლენარული სესიების განხილვები, შედეგად მიღებული განცხადებები და დადგენილებები. ადმინისტრაციული სხდომების ჩანაწერები, მათ შორის არჩევნების ჩათვლით, ასევე შედის მოხსენებაში. ინსტიტუტის ნამუშევრები განთავსებულია ვებსაიტზე: http://www.idi-iil.org/en/publications/ ინსტიტუტის ვებსაიტზე [3] განთავსებულია ინფორმაციის ონლაინ ბიბლიოთეკა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ დეკლარაციებით, რეზოლუციებით და რამდენიმე მიმდინარე სამუშაოთი, რომლებიც მოხვდება მომავალ მოხსენებაში. ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|