მშვიდობის საერთაშორისო ბიურო ( IPB ) (ფრანგ.Bureau international de la paix), დაარსდა 1891 წელს, [3] არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო მშვიდობის ფედერაცია.
მშვიდობის საერთაშორისო ბიურო დაარსდა მუდმივი საერთაშორისო მშვიდობის ბიუროს ( Bureau International Permanent de la Paix ) სახელით. 1912 წლიდან მოყოლებული, მან სახელი შეიცვალა მშვიდობის საერთაშორისო ბიუროდ. 1946 -1961 წლებში ცნობილი იყო სამშვიდობო ორგანიზაციების საერთაშორისო სამეკავშირეო კომიტეტის სახელით - ILCOP ( Comité de liaison international des organisations de paix – CLIOP ).
ორგანიზაციას მიენიჭა ნობელის პრემია1910 წელს "სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო საზოგადოებებს შორის შუამავალი რგოლის" მოვალეობის შესრულებისთვის. [4][5] 1913 წელს ჰენრი ლაფონტენსაც მიენიჭა პრიზი ''მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელად მუშაობისთვის". [6][7] ასევე თერთმეტი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი IPB- ის წევრია. [8]
ლიდერობა
2019 წლის 19 ოქტომბერს, ლონდონში გამართულ ასამბლეაზე (რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება) შეირჩა მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს ოფიციალური პირების ახალი ჯგუფი.
სამხედრო ხარჯების გლობალური კამპანია (GCOMS) არის მუდმივი, გლობალური, მრავალწლიანი კამპანია, რომელიც შეიქმნა 2014 წლის დეკემბერში მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს მიერ, გადაჭარბებული სამხედრო ხარჯების საკითხის მოსაგვარებლად მსოფლიოში. [9]
კამპანიის მიზანია მსოფლიო მთავრობებზე ზეწოლა, რომ ფულის ინვესტირება უფრო მეტად მოახდინონ ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების და კლიმატის ცვლილების სექტორებში, ვიდრე სამხედრო სექტორში. იგი ასევე ითხოვს ყოველწლიური, მინიმალური გადანაწილების 10%-ს ყველა სახელმწიფოს სამხედრო ბიუჯეტიდან და ბოლოს, იგი მხარს უჭერს იარაღის წარმოების შემცირებას და იარაღის საერთაშორისო ვაჭრობას. [10]
იგი ამ მიზნის მისაღწევად მუშაობს:
მიმდინარე კამპანია;
მომავალში, უფრო მეტი GDAMS კამპანიის მოქმედებები;
კამპანია Cut Milex, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო ხარჯების შესახებ დებატების გამართვას პარლამენტებში.
კამპანია ორგანიზებას უწევს სამხედრო ხარჯების გლობალურ სამოქმედო დღეს (GDAMS), რათა საზოგადოებამ, მედიამ და პოლიტიკურმა სპექტრმა ყურადღება გაამახვილონ სამხედრო ხარჯებზე და ახალი პრიორიტეტების ინვესტირების საჭიროებაზე. [11]
შონ მაკბრაიდის მშვიდობის ჯილდო
1992 წელს დაარსებულ Seán MacBride Peace Prize (შონ მაკბრაიდის მშვიდობის ჯილდოს) მშვიდობის საერთაშორისო ბიურო ანიჭებს იმ პირს ან ორგანიზაციას, რომელმაც "შეასრულა შესანიშნავი სამუშაო მშვიდობის, განიარაღების ან / და ადამიანის უფლებებისთვის". სახელი დაერქვა შონ მაკბრაიდის, ნობელის პრემიის გამარჯვებულის პატივსაცემად, რომელიც IPB– ის თავმჯდომარე იყო 1968–74 წლებში, ხოლო პრეზიდენტი 1974-1985 წლებში.
მიმღები პირები
ქვემოთ მოცემულია შონ მაკბრაიდის მშვიდობის ჯილდოს მიმღები პირები დაარსების დღიდან, 1992 წლიდან: [12]
მთავარ როლს ასრულებდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში, დამტკიცებულიყო მსოფლიო სასამართლოში მოთხოვნა ბირთვული იარაღის სამართლებრივი სტატუსის შესახებ.
”არასამთავრობო ორგანიზაციებთან მრავალწლიანი მუშაობისთვის; სამშვიდობო ინიციატივებისთვის და ბირთვული იარაღის გაუქმებასთან დაკავშირებით წამოყენებული ინიციატივებისთვის
1) ”დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ისევე როგორც მისი მტკიცე დამოკიდებულებისთვის ძალადობისა და ომის წინააღმდეგ;
2) ბირთვული იარაღის წინააღმდეგ იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IALANA) გერმანულ განყოფილებასთან მუშაობისთვის.
იმის გამო, რომ ”გაბედულად მიჰყავს ცხრა ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომდე, გავრცელებული ხელშეკრულების და საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში მოსაყვანად.”
1) " ფუტერიმას საზღვაო- საჰაერო ბაზის დახურვის მცდელობისთვის და მისი არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევისთვის ჰენოკოში მასობრივი ახალი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზის მშენებლობის მიმართ;"
2) ”მშვიდობისადმი დაუღალავი ერთგულების გამო, მისი ძლიერი კრიტიკისათვის აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და ანტი-იმპერიალიზმის მიმართ;”
3) მისი "მდგრადი და ძლიერი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის განიარაღებისა და მშვიდობის საკითხებში".