Share to:

 

ზაქარია (ჯორჯაძე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზაქარია.

ზაქარია (გვარად ჯორჯაძე) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1623-1630 წლებში. მანამდე იყო ნეკრესის ეპისკოპოსი (ნეკრესელი) დაახლოებით 1613-1623 წლებში და სამეფო კარის ეკლესიის წინამძღვარი.

1614 წელს, კახეთში შაჰ-აბას I-ის შემოსევის დროს, ზაქარია კახეთიდან ლტოლვილ თეიმურაზ I-ს ახლდა იმერეთში. მან ქართლის სამეფო ხელისუფლებას 1624 წელს განაახლებინა მცხეთის საკათალიკოსო მფლობელობა. მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან ურბან VIII-თან, სთხოვდა საქართველოში გამოეგზავნა მკურნალები, მხატვრები და მტრისგან გაძარცვული ეკლესიებისათვის ინვენტარ-შესამოსელი, ბარძიმები. მფარველობდა იტალიელ მისიონერებს და ცდილობდა გამოეყენებინა ისინი ქვეყნის ინტერესებისათვის. მეფისა და კათოლიკოსის ურთიერთშეთანხმებით დასავლეთ ევროპაში ელჩად გაიგზავნა ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი. პაპმა ურბან VIII-მ საჩუქრად გამოუგზავნა თვალმარგალიტით შემკული მიტრა და ფალონი, მაგრამ იგი ლათინური ყაიდის იყო და ზაქარიამ თეიმურაზ I-ს გადასცა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.
  • ლომინაძე ბ., მასალები საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1951, ნაკვ. 29.
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya