მოსე (მთავარეპისკოპოსი)მოსე — სომხურ წყაროებში (კორიუნის „მაშტოცის ცხოვრებასა“ და მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორიაში“) მოხსენიებული როგორც ქართლის ეპისკოპოსი, რომლის დროსაც მესროპ მაშტოცმა დაუწერა ივერიელებს ქართული ანბანი — ასომთავრული. იგი არ მოიხსენიება არცერთ ქართულ წყაროში. ქართული ანბანის შექმნაკორიუნის "მაშტოცის ცხოვრებაში" და ხორენაცისეულ "სომხეთის ისტორიაში" გვხვდება ცნობა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის თაობაზე, მეფე ბაკურისა და მისი თანადროული მთავარეპისკოპოსი მოსეს მოღვაწეობის პერიოდში. კორიუნი თავის თხზულებაში — „მაშტოცის ცხოვრება“ წერს: „რამდენიმე ხანის შემდეგ ღვთისმოყვარემ (მაშტოცმა) იზრუნა ბარბაროსულ ქვეყნებზეც. და ღვთის შეწევნით ივერიელებისათვის ანბანის შედგენას შეუდგა. მაშტოცმა გამოხაზა ყოველივე ასო, დაალაგა და გამართა. თავის საუკეთესო მოწაფეებთან ერთად გამოემართა ივერთა ქვეყანაში, სადაც იგი წარუდგა ივერიის მეფე ბაკურს და ეპიკოპოს მოსეს. მეფე და მთელი მისი დარბაზი ღვთის შეწევნით უსმენდნენ და ემორჩილებოდნენ მას“[1]. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ 1962 წლის წიგნში მკვლევარებმა ბაკურ მეფე ვარაზ-ბაკურად წარმოადგინეს.
მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორიაში“ წერია: „მესროპი გაემართა ივერთა ქვეყანაში, რათა მათვის შეექნა დამწერლობა. მას თან ახლდა ბერძნულისა და სომხური ენების მცოდნე ვინმე ჯახა. ივერთა მეფე ბაკური და მოსე ეპისკოპოსი ეხმარებოდნენ მესროპს“[3]. სომხური წყაროების შეუთავსებლობა ქართლის ცხოვრებასთანარსებობს რიგი შეუთავსებლობა სომხურ და ქართულ წყაროებს შორის: 1. მეფე ბაკური მოღვაწეობდა 405 წლამდე (სომხური ანბანის შექმნამდე) 2. მეფე ბაკურის დროს არ მოღვაწეობდა მოსე ეპისკოპოსი.
შესაბამისად ქართლის ცხოვრებაში არათუ ვარაზ ბაკურის, არამედ ზოგადად ბაკურ მეფეების დროს, რომლებიც მირიანიდან არჩილადმე მეფობდნენ, არ მოიხსენიება არსად მოსე მთავარეპისკოპოსი. 3. ეპისკოპოსი მოსე არც მხითარ აირივანეცს ჰყავს შეყვანილი თავის სიაში. ქართლის ცხოვრების მიხედვით, ცნობილია, რომ არჩილის დროს ზედიზედ რამდენიმე ეპისკოპოსი გარდაიცვალა: გრიგოლი, ბასილი და მობიდან. მხითარ აირივანეცის მიერ ასევე მოყვანილია მათი სახელები ოდნავი დამახინჯებით და იგივე თანმიმდევრობით: Ter Grigor(გრიგოლი), Ter Barsegh(ბასილი), Ter Mouchid(მობიდანი). 4. არსებობდა ეპისკოპოსი მობიდანი, რომელიც მხითარ აირივანეცის მოხსენიებული ჰყავს როგორც Ter Mouchid.[4] 5. მობიდანი/Ter Mouchid/ მოღვაწეობდა არჩილის პერიოდში, ანუ სომხური ანბანის შექმნის - 405 წლის შემდგომ და 440 წელი მაშტოცის გარდაცვალებამდე, მაგრამ არა მეფე „ბაკურის“ დროს. სქოლიო
|