საქართველოს საეგზარქოსოსაქართველოს საეგზარქოსო — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო-ადმინისტრაციული ორგანო 1811-1917 წლებში კავკასიის სამეფისნაცვლოს ტერიტორიაზე. ის დაარსდა რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შედეგად. საეგზარქოსო გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ. მის ნაცვლად შეიქმნა კავკასიის საეგზარქოსო. ისტორია1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრად გამოცხადდა. 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს შეერთების შემდეგ რუსეთის იმპერიას უნდოდა გადაეწყვიტა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზების საკითხი. იმავე წლის თებერვალში კათოლიკოს პატრიარქ ანტონ II-საგან კარლ კნორინგმა გამოითხოვა საქართველოს ეკლესიის დეტალური მდგომარეობა. ანტონ II-ის აღწერით იმჟამად ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე არსებობდა: ქართლში სამთავროს, ტფილისის (არსენი), რუისის (იუსტინე), წილკანის (იოანე) სამიტროპოლიტოები, მანგლისის სამთავარეპისკოპოსო, და ურბნისის (იულიუსი), სამთავისისა (გერვასი) და ნიქოზის (ათანასე) საეპისკოპოსოები; კახეთში კი ალავერდის, ბოდბის (იოანე) და ნინოწმინდის (მიქაელი) სამიტროპოლიტოები, რუსთავის (სტეფანე) სამთავარეპისკოპოსო და ნეკრესისა (ამბროსი) და ხარჭაშნელის საეპისკოპოსოები[1]. იმპერიის ხელისუფლებამ დაიწყო კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის შევიწროება. 1810 წლის 3 ნოემბერს ის იძულებული გახდა პეტერბურგში ჩასულიყო. ანტონ II-ს უკან დაბრუნების უფლება არ მისცეს. ალექსანდრე I-მა რუსეთის ეკლესიის სინოდის ობერპროკურორს და საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრ ტორმასოვს დაავალა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხის გადაწყვეტა. ტორმასოვმა ალექსანდრე გოლიცინთან და არქიეპისკოპოს ვარლამთან ერთად მოახდინეს საქართველოს ეკლესიის რეორგანიზება. გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალია და ის ჩამოყალიბდა, როგორც რუსეთის ეკლესიის საეგზარქოსო. ეგზარქოსად დაინიშნა ეპისკოპოსი ვარლამი. ეპარქიების რიცხვი შემცირდა ორამდე: მცხეთა-ქაღტლისა და ალავერდ-კახეთისა. ეკლესიის ქონება ხაზინას გადაეცა. ქალაქებში შეიზღუდა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა. ტორმასოვის რეფორმა 1811 წლის 30 ივნისს დამტკიცდა. 1811 წელს საქართველოს საეგზაქოსოს შექმნამდე, საქართველოს ეკლესიის შესახებ არსებობდა შემდეგი სტატისტიკური მონაცემები[2]:
უფრო მტკივნეულად წარიმართა აფხაზეთის საკათალიკოსოს გაუქმების პროცესი. ის გაუქმდა 1814 წლის 17 ოქქტომბერს. 1815 წელს შეიქმნა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა. საკათალიკოსოს გაუქმებას თან ახლდა გლეხებისთვის საეკლესიო გადასახადების გაზრდა, რამაც გამოიწვია 1819-1820 წლების აჯანყება იმერეთსა და გურიაში. 1820 წელს აჯანყების მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს და გადაასახლეს დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გენათელი. საქართველოს საეგზარქოსომ 18 ეგზარქოსი გამოიცვალა. ვარლამის შემდეგ ამ თანამდებობაზე მხოლოდ ეთნიკურად რუსები ინიშნებოდნენ. მათი უმრავლესობა ქართულ კულტურას დამცირებით ეპყრობდა, რაც კონფლიქტებს იწვევდა. ზოგიერთი ეგზარქოსი, მაგალითად ისიდრე და ვლადიმერი ხელს უწყობდნენ ქართული ჰიმნოგრაფიული ტრადიციების აღდგენას. XIX საუკუნის შუა წლებში გაჩნდა ქართულენოვანი საეკლესიო პრესა „საქართველოს სასულიერო მახარობელი“, „შინაური საქმეები“, „სიტყვა“, „მწყემსი“, დაიწყო ძველი ქართული საგალობლების შესწავლა, აღმოჩენილ და შესწავლილ იქნა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობის ძეგლები. 1882 წელს თბილისში ჩატარდა რუსეთის V არქეოლოგიური ყრილობა, სადაც ქართული საეკლესიო ნივთების და წიგნების პირველი გამოფენა მოეწყო, 1888 წელს დაარსდა თბილისის საეკლესიო მუზეუმი. რუსეთის სასულიერო აკადემიებში აღიზარდნენ ქართველი ღვთიმეტყველები და მისიონერები, რომელთაგან გამორჩეული იყპ ეპისკოპოსი გაბრიელი. მისი ქადაგებები მისსავე სიცოცხლეში ითარგმნა რუსულ და ინგლისურ ენებზე. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი. ჩუდეცკის დაკრძალვის დღეს ეგზარქოსმა პავლემ დაწყევლა მკვლელი და საზოგადოება, რომელმაც ის წარმოშვა. უცნობია, ზუსტად რა სიტყვები წარმოთქვა პავლემ, თუმცა ის აღქმულ იქნა, როგორც ქართველი ერის დაწყველა. პროტესტი ყველაზე მკაფიოდ დიმიტრი ყიფიანმა გამოხატა და საჯაროდ, პრესის მეშვეობით მოითხოვა ეგზარქოსისგან საქართველოს დატოვება. ეგზარქოსმა პავლემ წერილითვე უარყო წყველის წარმოთქმა, ხოლო დიმიტრი ყიფიანის მიმართ ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები გაატარა, თანამდებობიდან გადააყენა და სტავროპოლის მხარეში გადაასახლა, სადაც ის მოკლეს. ყიფიანის გადმოსვენება და მთაწმინდაზე დაკრძალვა ანტიიმპერიულ აქციად იქცა. ეკლესიის ისტორიის ქართველი მკვლევარებმა ხელმისაწვდომი გახადეს დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის უფლებას ადასტურებდა. 1894 წელს ჟურნალ „პასტირში“ გამოქვეყნდა მღვდელ კალისტრატე ცინცაძის სტატია „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია“. 1905 წლიდან დაიწყო აქტიური კამპანია ავტოკეფალიის მოთხოვნით, ქვეყნდებოდა ისტორიული მასალები, ეწყობოდა კრებები. ამ ბრძოლას სათავეში ედგნენ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე, არქიმანდრიტი ამბროსი, დეკანოზები კალისტრატე და ნიკიტა და სხვები. კირიონმა, კალისტრატემ, თედო ჟორდანიამ, ნიკოლოზ დურნოვომ 1905-1906 წლებში დაბეჭდეს ნაშრომები, რომლებშიც ასაბუთებდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას. 1905 წლის 29 მაისს დაიწყო მუშაობა არასანქცირებულმა ყრილობამ, რომელიც ეგზარქოსმა ალექსიმ კაზაკების მეშვეობით დაარბია. ამ ფაქტმა საპროტესტო მოძრაობა უფრო გააძლიერა. ხელისუფლება იძულებული გახდა ეგზარქოსი ალექსი საქართველოდან გაეწვია და დაეწყო მზადება საეკლესიო კრებისთვის, რომელსაც ეს საკითხი უნდა გადაეწყვიტა. 1906-1907 წლებში რუსეთის ეკლესიის სინოდში გაიმართა წინასწარი თათბირები, სადაც მოისმინეს ეპისკოპოსების კირიონის, ლეონიდეს, ექვთიმეს, პროფესორების ალექსანდრე ცაგარელის, ალექსანდრე ხახანაშვილის და ნიკო მარის მოხსენებები. კირიონის მოხსენების თემა შემდეგ საკითხებს ეხებოდა: „1. საქართველოს საეკლესიო საკითხი, 2. რა აიძულებს ქართველებს იბრძოლონ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, 3. რომელ წელს მიენიჭა ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია, 4. ეროვნული პრინციპი ეკლესიაში”. ალექსანდრე ცაგარელის მოხსენება ეხებოდა XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ მიმოწერას. იგი ასაბუთებდა, რომ რუსეთის ეკლესიის სინოდსა და საერო მთავრობას არავითარი უფლება არ ჰქონდა გაეუქმებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია საქართველოსა და მსოფლიოს საეკლესიო კრებების თანხმობის გარეშე. ცაგარელმა თავის მოხსენებაში დაასაბუთა ის უარყოფითი შედეგები, რაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას მოჰყვა. ალექსანდრე ხახანაშვილის მოხსენება ეხებოდა საქართველოს ეკლესიისა და განათლების მდგომარეობას XVIII საუკუნეში, მასში დასაბუთებული იყო ქართული ეროვნული შეგნების, ქართული ენისა და განათლების განვითარებაში საქართველოს ეკლესიის როლი და მნიშვნელობა. ნიკო მარის მოხსენებამ „საქართველოს ეკლესიის ისტორიული განხილვა ძველი დროიდან” განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სხდომაზე, მან ავტოკეფალიის მოწინააღმდეგენი ჩიხში მოამწყვდია. სხდომაზე ქართველი სამღვდელოების მოთხოვნამ ასეთი სახე მიიღო:
რუსების მხრიდან ავტოკეფალიის წინააღმდეგ გამოვიდნენ პროფესორები გლობუკოვსკი და ოსტროუმოვი, დეკანოზები ვოსტორგოვი და ბუტკევიჩი. პროფესორებმა სოკოლოვმა, ზაოზერსკიმ და დურნოვომ მხარი დაუჭირეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. დებატები კონსტრუქციულ კალაპოტში მიმდინარეობდა, მაგრამ სინოდმა პირობა არ შეასრულა და კრება აღარ მოიწვია. არსებობდა სასულიერო პირების ჯგუფი, რომლებიც რუსეთის ეკლესიიდან გათავისუფლებას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიის მეშვეობით აპირებდნენ. ქართული კათოლიკური ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ საკუთარ სივრცეს უთმობდა მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. ამ მიმართულებით აქტიურობდნენ გელათის მონასტრის ბერები, ქუთაისის თავად-აზნაურები, აკაკი წერეთელი, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მაგრამ მათ ბევრი არ მიემხრო. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი. მკვლელი ვერ დაიჭირეს. ეჭვი მიტანილ იქნა ეპისკოპოს კირიონზე, რომელიც დააპატიმრეს, სასულიერო ხარისხი ჩამოართვეს და გადაასახლეს, არქიმანდრიტ ამბროსიზე, რომელიც 1910 წელს გაამართლეს და მღვდელ ნიკოლოზ ნამორაძეზე, რომელიც გაიქცა, თავი სტამბულის ქართველ კათოლიკეთა მონასტერს შეაფარა და საქართველოში მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. ნიკონის მკვლელობამ ქართული სამღვდელოების დევნა და შევიწროება გამოიწვია. პირველი მსოფლიო ომის დროს გადამწყვეტ ფაზაში შევიდა ბრძოლა ავტოკეფალიისთვის. საპასუხოდ ხელისუფლებამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვით საქართველოს საეგზარქოსოს ნაცვლად უნდა ჩამოყალიბებულიყო კავკასიის სამიტროპოლიტო, ანუ მომხდარიყო საქართველოს ეკლესიის სრული ინკორპორაცია რუსეთის ეკლესიაში. ამ პროექტს შეეწინააღმდეგა ეგზარქოსი პლატონი. ამის შემდეგ შემუშავებულ იქნა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სოხუმის ეპარქიის ჩამოშორებას საქართველოს საეგზარქოსოდან და მის გაერთიანებას რუსსეთის ერთ-ერთ ეპარქიაში. თებერვლის რევოლუციამ შექმნა პირობები საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისთვის. 1917 წლის მარტიდან იმართებოდა საიდუმლო კრებები, რომლებშიც ნოე ჟორდანია და სხვა ქართველი პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ[3] 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. დროებით კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე. ქრონოლოგია1811 წელიშეიქმნა 1811 წლის 30 ივნისს[2] იმ რეფორმის შედეგად, რომელიც გაატარა ცარიზმმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ქართული ეკლესიის რუსულ ყაიდაზე გარდასაქმნელად. საქართველოს საეგზარქოსოს სათავეში ედგა ეგზარქოსი, რომელიც რუსეთის უწმინდეს სინოდს ემორჩილებოდა. მისი პირველი მმართველი იყო საქართველოს ეგზარქოსი — მიტროპოლიტი ვარლამი. საქართველოს ეგზარქოსის ვარლაამის გადაწყვეტილებით არსებული 13 ეპარქიისაგან შეიქმნა ორი ეპარქია: მცხეთისა და ქართლის ეპარქიის მღვდელთმთავარს, როგორც საქართველოს სასულიერო წინამძღვარს, ეწოდა „მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი და საქართველოს ეგზარქოსი“. 9 საარქიმანდრიტოდან დარჩა მხოლოდ 5:
გაუქმდა იკორთის, ლარგვის, თირის საარქიმანდრიტოები. შეიქმნა დიკასტერიის ინსტიტუტი, რომელსაც დაევალა საქართველოში სასულიერო პირების საქმიანობაზე თვალყურის დევნა. 1814 წელი
1817 წელი1817 წლის 14 მაისს დაინიშნა საქართველოს ახალი ეგზარქოსი — არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე. 1817 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია. 1818 წელი1818 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საეგზარქოსოში შეიქმნა ეპარქიები[4]: 1820 წელი
1821 წელი
1828 წელი1828 წელს გარდაიცვალა ახტალის ეპისკოპოსი იოაკიმე, ხოლო ახტალის საეპისკოპოსო გაუქმდა. 1832 წელი1832 წლის 12 მარტს მიტროპოლიტი იონა გაათავისუფლეს და მის მაგივრად დანიშნეს სარატოვის ეპისკოპოსი მოსე. 1834 წელი1834 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა საქართველოს ეგზარქოსი მოსე. 1834 წლის 1 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსად დანიშნეს ეპისკოპოსი ევგენი. 1842 წელი1842 წლის 4 აპრილს შეიქმნა კავკასიისა და შავიზღვის ეპარქიები. 1844 წელი1844 წლის 1 აპრილს აღსდგა გურიის ეპარქია, რომლის ეპისკოპოსად გელათის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფთვიმე გენათელი დაინიშნა[5]. 12 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსად დანინიშნა მთავარეპისკოპოსი ისიდორე. 1846 წელი1846 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[6]:
1847 წელი1847 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[7]:
1848 წელი1848 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[8]:
1849 წელი1849 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[9]:
1850 წელი1850 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[10]:
1851 წელი1851 წლის 15 აპრილს აფხაზეთში დაფუძნდა მთავარეპისკოპოსო კათედრა. 1851 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[11]:
1852 წელი1852 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[12]:
1854 წელი1854 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[13]:
1855 წელი1855 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[14] 1856 წელი1856 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[15] 1857 წელი
1858 წელი1858 წლის 1 მარტს მიტროპოლიტი ისიდორე გადაიყვანეს კიევის მიტროპოლიაში, ხოლო მის მაგივრად დანიშნეს არქიეპისკოპოსი ევსევი. 1858 წლის 5 იანვარს გაბრიელ ქიქოძე აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის 6 დეკემბერს გაბრიელი ხელდასხმულ იქნა გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად. ამასთანავე იგი ინიშნება ქართლ-კახეთის სინოდალური კანტორის წევრად და შუამთის მონასტრის არქიმანდრიტად. 1860 წელი
1869 წელიიმერეთის საეპისკოპოსოს უერთებენ აფხაზეთის ეპარქიას. 1873 წელიიმერეთის საეპისკოპოსოს უერთებენ სამეგრელოს ეპარქიას და სვანეთს. 1877 წელი
1882 წელი
1883 წელი
1884 წელისაქართველოს საეგზარქოსო 1884 წელს[16]. 1885 წელი
1886 წელი1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი. ჩუდეცკის დაკრძალვის დღეს ეგზარქოსმა პავლემ დაწყევლა მკვლელი და საზოგადოება, რომელმაც ის წარმოშვა. უცნობია, ზუსტად რა სიტყვები წარმოთქვა პავლემ, თუმცა ის აღქმულ იქნა, როგორც ქართველი ერის დაწყველა. პროტესტი ყველაზე მკაფიოდ დიმიტრი ყიფიანმა გამოხატა და საჯაროდ, პრესის მეშვეობით მოითხოვა ეგზარქოსისგან საქართველოს დატოვება. ეგზარქოსმა პავლემ წერილითვე უარყო წყველის წარმოთქმა, ხოლო დიმიტრი ყიფიანის მიმართ ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები გაატარა, თანამდებობიდან გადააყენა და სტავროპოლის მხარეში გადაასახლა, სადაც ის მოკლეს. ყიფიანის გადმოსვენება და მთაწმინდაზე დაკრძალვა ანტიიმპერიულ აქციად იქცა. 1888 წელი
1889 წელი
1891 წელი1891 წლიდან გამოდიოდა საეგზარქოსოს ჟურნალი (თვეში ოჯერ) — „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბე“. 1894 წელი
1895 წელი
1898 წელი1898 წლის 21 თებერვალს ხოლმისა და ვარშავის მთავარეპისკოპოსი ფლავიანე დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად. 18991899 წლის 24 მაისს საქართველოს ეგზარქოსმა აკურთხა ტფილისის მეორე ვაჟთა გიმნაზიაში მდებარე ეკლესია. 1903 წელი1903 წელს საეგზარქოსო მოიცავდა 4 ეპარქაის: საქართველოს, სოხუმის, გურია-სამეგრელოს და იმერეთის ეპარქიებს. 1905 წელი
1908 წელი
19171917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ქართველმა სასულიერო პირებმა აქტიურად დაიწყეს ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიაზე ზრუნვა. 25 თებერვალს (10 მარტს) საქართველოს ეგზარქოსს პლატონს წარუდგა დეპუტაცია გურია-ოდიშის სამღვდელოებისა. დეპუტაციაში შედიოდა სამი სასულიერო პირი: დეკანოზი ევგენი შენგელაია, კეთილმოწესე მღვდელი კირილე ჯავახია და მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე. მათ თან ჩამოიტანეს გურია-ოდიშის სამღვდელოების კრების დადგენილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ეგზარქოსთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა 26 თებერვალს ერთად შეკრებილიყვნენ და საკითხი დაესვათ მეფისნაცვალთან. რამდენიმე დღეში შედგა გურია-ოდიშის სამღვდელოების დელეგატებისა და მეფინაცვლის შეხვედრა ეგზარქოს პლატონის შუამდგომლობით. მეფისნაცვალმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ მოუსმინა და დაპირდა დეპუტაციის თხოვნა საქართველოს ეკლესიის კანონიერ უფლებათა დაბრუნების შესახებ გაეგზავნა პეტროგრადში, სადაც უნდა განხილულიყო და მიეღით შესაბამისი გადაწყვეტილება[17]. 12 (25 მარტს) მარტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქართველმა სამღვდელოებამ გამოაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აგრძელებდა თავის ავტოკეფალურ ცხოვრებას. საქართველოს ეკლესიის დროებით გამგედ ერთხმად იქნა არჩეული გურია-ოდიშის მღვდელთმთავარი ეპისკოპოსი ლეონიდე. არჩეულ იქნა ასევე აღმასრულებელი კომიტეტი შემდგარი სამღვდელოთა და ერისკაცთაგან, ხოლო ეგზარქოსის თანამდებობა გაუქმებულად გამოცხადდა. ყველა საეგზარქოსო საქმეები გადავიდა ახლადშექმნილი აღმასრულებელი კომიტეტის ხელში. კრებამ შექმნა შესაფერისი ოქმი, რომლის ტექსტიც გაეგზავნა ახლადშექმნილ რუსეთის დროებით მთავრობას. 13 მარტს მცხეთაში არჩეულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოსის მოსაყდრემ ეპისკოპოსმა ლეონიდემ შემდეგი წერილი მისწერა ნაეგზარქოსალ პლატონს: აღნიშნულის პასუხად პლატონს უთქვამს, რომ მიეცათ მისთვის ვადა სამი დღე, რათა მისი უფროსობისაგან მიეღო შესაბამისი პასუხი, თუმცა საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრის ეპისკოპოს ლეონიდეს პასუხი იყო ურყევი: „როგორი პასუხიც არ უნდა მიიღოთ ხელმძღვანელობიდან, თქვენ ეგზარქოსობიდან გადაყენებული ხართ და საქართველოში მოქმედებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაო“. მიუხედავად საქართველოს ეკლესიის თამამი ნაბიჯებისა ეგზარქოსი პლატონი უარობდა უფლებების მოხსნას და იძახდა, რომ მისი გათავისუფლება შეეძლო მხოლოდ იმას ვინც აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნა. ამასთანავე არსებობდა რიგი გაურკვევლობა არაქართველ სასულიერო პირებთანაც, რომლებიც მოღვაწეობდნენ საქართველოში და მათთვის შეუძლებელი იქნებოდა ქართულად დაეწყოთ ღვთისმსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის დროებითმა საბჭომ რუსულ სასულიერო პირებთან ერთად რიგი შეხვედრები გამართა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტს წევრებთან. 3 (16) მაისს ეგზარქოსი პლატონი პეტროგრადში გაემგზავრა რუსეთის წმინდა სინოდის საზაფხულო სესიაზე მონაწილეობის მისაღებად[18]. კავკასიის ეგზარქოსი აპირებდა ოქტომბრის ბოლომდე პეტროგრადში დარჩენას, ხოლო მის მოვალეობას ბაქოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი შეასრულებდა[19]. ივნისის თვეში პეტროგრადში საქართველოს ეკლესიის დეპუტაცია წავიდა გორის ეპისკოპოსის ანტონის, დეკანოს კალისტრატე ცინცაძისა და მღვდელი მ. მაჩაბელი დადასავლეთ საქართველოს წარმომადგენელნი. ვიზიტის მიზეზი იყო დეპუტაციას დროებითი მთავრობისგან დაემტკიცებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია[20]. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსის მოსაყდრემ ეპისკოპოსმა ლეონიდემ პეტროგრადიდან მიიღო შემდეგი შინაარსის წერილი: დროებით მთავრობასთან არსებულმა იურიდიულმა კომისიამ დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის დროებითი სამმართველოს დეკლარაცია და ამავდროულად კათოლიკოსს უწოდა მცხეთის მთავარეპისკოპოსი და კათოლიკოს-პატრიარქი ყველა ქართველისა; მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუჩინა თბილისი. რუსთა სასულიერო უწყების უფროსს დაერქვა თბილისის მთავარეპისკოპოსი და კავკასიის ეგზარქოსი. საქართველოს მხარე უკმაყოფილო დარჩა ამდაგვარი გადაწყვეტილებით და პროტესტი განაცხადა. ეგზარქოსები
პერიოდიკალიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|