Share to:

 

თეზის წმინდა გიორგის ეკლესია

თეზის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (7,6 X 4,1 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში (კამარა, საყრდენი თაღი, კონქი) გამოყენებულია აგური. 1978 წელს სოფლის მოსახლეობას ეკლესია თავისი სახსრებით შეუკეთებია, განუახლებია ეკლესიის და გალავნის კედლები. ეკლესია მოხატული ყოფილა. ამჟამად ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია.

აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის წვერზე დგას გუმბათიანი ეკლესიის მოდელი. კედლები დასრულებულია აგურის საფეხურებიანი ლავგარდნით. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya