Share to:

 

იგოეთის წითელი საყდარი

იგოეთის წითელი საყდარი

იგოეთის წითელი საყდარი – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თბილისი-გორის გზის პირას, ქ. კასპის გადასახვევიდან 150 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. 1983 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

ეკლესია დარბაზულია (10 X 6,15 მ), ნაგებია ძირითადად მუქი წითელი ფერის აგურით[1], წყობაში ჩართულია ნატეხი და რიყის ქვაც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ღრმა თაღოვანი ნიში. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი - დასავლეთისაში. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორსაფეხურიანი მასიური პილასტრით, რომლებსაც ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. აქედან მომდინარეობს ძეგლის სახელწოდება
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya