Share to:

 

ცხავერის ღვთისმშობლის ეკლესია

ცხავერის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერში, სოფლის სამხრეთით ერთ კილომეტრზე, კაჩაანთ უბანში. თარიღდება ფეოდალურ ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,8 X 4,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით და ქვიშაქვით. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გადახურულია ორი დიდი ქვისგან შემდგარი არქიტრავით, რომელზეც, შიგნით და გარეთ, ტიმპანია ამოკვეთილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე - თითო სწორკუთხა ნიში. სამხრეთ ფასადზე კარის ტიმპანი და კუთხეები მწვანე ტუფისაა.

ლიტერატურა

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya