კასტელ-დელ-მონტე (იტალ. Castel del Monte) — XIII საუკუნის ციხესიმაგრე სამხრეთ-დასავლეთ იტალიაში, აპულიის რეგიონის ქალაქ ანდრიაში, ბარიდან 70 კმ-ით დასავლეთით. ააშენა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ, დაახლოებით 1240 — 1250 წლებში. შემდგომ პერიოდებში, ის რამდენიმეჯერ გაიძარცვა ყაჩაღების მიერ. მას არც თხრილი გააჩნია გარშემო და არც ასაწევი ხიდი, აქედან გამომდინარე, იგი არასოდეს გამოიყენებოდა როგორც თავდაცვითი ციხესიმაგრე. 1996 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ციხესიმაგრე პატარა ბორცვზე, ზღვის დონიდან 550 მეტრზე, სანტა-მარია-დელ-მონტეს მონასტრის სიახლოვეს მდებარეობს. როდესაც იგი აშენდა, ეს რეგიონი საკმაოდ ნაყოფიერი იყო და დაფარული იყო სხვადასხვა სახის მცენარეულობით.
ციხესიმაგრეს მისი მფლობელი, ფრედერიკ II სანადირო სახლად იყენებდა, სანამ ის 1250 წელს გარდაიცვლებოდა. ამის შემდეგ, ნაგებობა ციხედ გადააკეთეს, რომელსაც თავს გასაჭირის დროს აფარებდნენ. თავდაპირველად, შენობას მარმარილოს კედლები და სვეტები გააჩნდა, რომლებიც მოგვიანებით ყაჩაღებმა შემოაცალეს.
XVIII საუკუნეში, ციხის მთელი მორთულ-მოკაზმულობა გაიძარცვა. ბურბონთა დინასტიის წარმომადგენლებმა, მისი მარმარილოს სვეტები და ფანჯრების ჩარჩოები კაზერტის სამეფო სასახლის მშენებლობაში გამოიყენეს. ამის შემდეგ იწყება ციხესიმაგრის ხანგრძლივი მიტოვებისა და მივიწყების პერიოდი. 1876 წელს, იტალიის მთავრობამ ის 25 000 ლირად იყიდა და უკვე 1928 წლიდან სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.
ამჟამად, ნაგებობა გამოსახულია 1 ევრო-ცენტიან იტალიურ მონეტაზე.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
ციხესიმაგრის ინტერიერის პანორამა
|
---|
|
ვალკამონიკის ხეობის კლდის ნახატები · სანტა-მარია-დელლა-გრაციეს ტაძარი · რომის ისტორიული ცენტრი და ვატიკანი, სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა · ფლორენციის ისტორიული ცენტრი · პიაცა-დეი-მირაკოლი · ვენეცია და ვენეციის ლაგუნა · სან-ჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი · მატერა · ვიჩენცა და ანდრეა პალადიოს ვილები · კრესპი-დ’ადა · რენესანსის ეპოქის ქალაქი ფერარა და მდინარე პოს დელტა · ნეაპოლის ისტორიული ცენტრი · სიენას ისტორიული ცენტრი · კასტელ-დელ-მონტეს ციხესიმაგრე · რავენის ღირსშესანიშნაობები (გალა პლაციდიას მავზოლეუმი, მართლმადიდებლური სანათლავი, არიანული სანათლავი, სანტ-აპოლინარე-ნუოვოს ეკლესია, სანტ-აპოლინარე-ინ-კლასეს ეკლესია, სან-ვიტალეს ეკლესია, თეოდორიხის მავზოლეუმი, საარქიეპისკოპოსო კაპელა) · პიენცას ისტორიული ცენტრი · ტრულოები ქალაქ ალბერობელოში · კაზერტის სამეფო სასახლე, ვანვიტელის აკვედუკი და სან-ლეუჩიო · აგრიჯენტო · პომპეის არქეოლოგიური ზონა, ჰერკულანუმი და ტორე-ანუნციატა · პადუის ბოტანიკური ბაღი · მოდენის საკათედრო ტაძარი, ტორე-ჩივიკას კოშკი და პიაცა-გრანდეს მოედანი ქალაქ მოდენაში · ამალფის სანაპირო · ქალაქი პორტოვენერე, ჩინკვე-ტერეს კულტურული ლანდშაფტი, კუნძული პალმარია, ტინო და ტინეტო · სავოიის მონარქების რეზიდენციები · სუ-ნურაკსი-დი-ბარუმინი · ვილა-დელ-კაზალე · აკვილია · ჩილენტოსა და ვალო-დი-დიანოს ეროვნული პარკი, პესტუმისა და ელეიას არქეოლოგიური ძეგლები, ჩერტოზა-დი-პადულას მონასტერი · ურბინოს ისტორიული ცენტრი · ვილა-ადრიანა · სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა · ვერონა · ლიპარი · ვილა-დ’ესტე · კალტაჯირონე, მილიტელო-ინ-ვალ-დი-კატანია, კატანია, მოდიკა, ნოტო, პალაცოლო-აკრეიდე, რაგუზა და შიკლი · წმინდა მთა · ეტრუსკული ნეკრეპოლისი და ტარკვინია · ვალ-დ’ორჩა · სირაკუზა და პანტალიკას ნეკროპოლისი · სტრადე-ნუოვეს ქუჩა დასასახლებების კომპლექსი პალაცი-დეი-როლი · რეტის რკინიგზა · მანტუა და საბიონეტა · დოლომიტის ალპები · მონტე-სან-ჯორჯიო · ლანგობარდების ნამოსახლარები · ალპების პრეისტორიული ნამოსახლარები · მედიჩის ვილები · პიემონტის ვენახების ლანდშაფტები: ლანგე-როერო და მონფერატო · არაბულ-ნორმანული სტილის პალერმო და ჩეფალუსა და მონრეალეს საკათედრო ტაძრები · ვენეციის თავდაცვითი ნაგებობები · კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები · ივრეა · პროსეკოს გორაკები კონეგლიანოსა და ვალდობიადენეში · ევროპის დიდი საკურორტო ქალაქები: მონტეკატინი-ტერმე · პადუის XIV საუკუნის ფრესკები (სკროვენის კაპელა, პალაციო-დელა-რაჯონე, პადუის წმინდა ანტონის ბაზილიკა, სან-მიკელეს ორატორია) · ბოლონიის პორტიკები · ჩრდილოეთ ალპების კარსტები და მღვიმეები
|
|