მონრეალეს საკათედრო ტაძარი (იტალ. Duomo di Monreale ან Santa Maria Nuova) — საკათედრო ტაძარი პალერმოს გარეუბან მონრეალეში. არაბულ-ნორმანული სტილის ერთ-ერთი უმთავრესი არქტექტურული ძეგლი. აგებულია სიცილიის მეფე ვილჰელმ II კეთილის მიერ. ცნობილია თავისი მოზაიკით, რომელიც შესრულებულია ახალი და ძველი აღთქმის სიუჟეტებზე დაყრდნობით XII საუკუნეში.
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1174 წელს მეფე ვილჰელმ II კეთილის ბრძანების შედეგად. მშენებლობა გრძელდებოდა 1267 წლამდე. XIX საუკუნეში ტაძარმა ორი დიდი კატასტროფა განიცადა. 1807 წელს ელვის შედეგად დაზიანდა სამხრეთის კოშკი. 1811 წლის 11 ნოემბერს კი ტაძარი ხანძარმა გაანადგურა. ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ფატიმიდების პერიოდის არაბი მხატვრების მიერ მოხატული ჭერი, სერიოზულად დაზიანდა მოზაიკა და მეფეთა სამარხები. ტაძრის აღდგენას დასჭირდა რამდენიმე ათწლეული. ჭერი აღადგინეს შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით. ასევე პირვანდელი სახე დაუბრუნეს მეფეების, ვილჰელმ I-სა და ვილჰელმ II-ის სამარხებს. მიუხედავად მსგავსი კატასტროფებისა, ტაძარმა მაინც შეინარჩუნა პირვანდელი სახე და ამჟამად წარმოადგენს ნორმანული არქიტექტურის მნიშვნელოვან ძეგლს.
2015 წელს ტაძარი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
|
ვალკამონიკის ხეობის კლდის ნახატები · სანტა-მარია-დელლა-გრაციეს ტაძარი · რომის ისტორიული ცენტრი და ვატიკანი, სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა · ფლორენციის ისტორიული ცენტრი · პიაცა-დეი-მირაკოლი · ვენეცია და ვენეციის ლაგუნა · სან-ჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი · მატერა · ვიჩენცა და ანდრეა პალადიოს ვილები · კრესპი-დ’ადა · რენესანსის ეპოქის ქალაქი ფერარა და მდინარე პოს დელტა · ნეაპოლის ისტორიული ცენტრი · სიენას ისტორიული ცენტრი · კასტელ-დელ-მონტეს ციხესიმაგრე · რავენის ღირსშესანიშნაობები (გალა პლაციდიას მავზოლეუმი, მართლმადიდებლური სანათლავი, არიანული სანათლავი, სანტ-აპოლინარე-ნუოვოს ეკლესია, სანტ-აპოლინარე-ინ-კლასეს ეკლესია, სან-ვიტალეს ეკლესია, თეოდორიხის მავზოლეუმი, საარქიეპისკოპოსო კაპელა) · პიენცას ისტორიული ცენტრი · ტრულოები ქალაქ ალბერობელოში · კაზერტის სამეფო სასახლე, ვანვიტელის აკვედუკი და სან-ლეუჩიო · აგრიჯენტო · პომპეის არქეოლოგიური ზონა, ჰერკულანუმი და ტორე-ანუნციატა · პადუის ბოტანიკური ბაღი · მოდენის საკათედრო ტაძარი, ტორე-ჩივიკას კოშკი და პიაცა-გრანდეს მოედანი ქალაქ მოდენაში · ამალფის სანაპირო · ქალაქი პორტოვენერე, ჩინკვე-ტერეს კულტურული ლანდშაფტი, კუნძული პალმარია, ტინო და ტინეტო · სავოიის მონარქების რეზიდენციები · სუ-ნურაკსი-დი-ბარუმინი · ვილა-დელ-კაზალე · აკვილია · ჩილენტოსა და ვალო-დი-დიანოს ეროვნული პარკი, პესტუმისა და ელეიას არქეოლოგიური ძეგლები, ჩერტოზა-დი-პადულას მონასტერი · ურბინოს ისტორიული ცენტრი · ვილა-ადრიანა · სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა · ვერონა · ლიპარი · ვილა-დ’ესტე · კალტაჯირონე, მილიტელო-ინ-ვალ-დი-კატანია, კატანია, მოდიკა, ნოტო, პალაცოლო-აკრეიდე, რაგუზა და შიკლი · წმინდა მთა · ეტრუსკული ნეკრეპოლისი და ტარკვინია · ვალ-დ’ორჩა · სირაკუზა და პანტალიკას ნეკროპოლისი · სტრადე-ნუოვეს ქუჩა დასასახლებების კომპლექსი პალაცი-დეი-როლი · რეტის რკინიგზა · მანტუა და საბიონეტა · დოლომიტის ალპები · მონტე-სან-ჯორჯიო · ლანგობარდების ნამოსახლარები · ალპების პრეისტორიული ნამოსახლარები · მედიჩის ვილები · პიემონტის ვენახების ლანდშაფტები: ლანგე-როერო და მონფერატო · არაბულ-ნორმანული სტილის პალერმო და ჩეფალუსა და მონრეალეს საკათედრო ტაძრები · ვენეციის თავდაცვითი ნაგებობები · კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები · ივრეა · პროსეკოს გორაკები კონეგლიანოსა და ვალდობიადენეში · ევროპის დიდი საკურორტო ქალაქები: მონტეკატინი-ტერმე · პადუის XIV საუკუნის ფრესკები (სკროვენის კაპელა, პალაციო-დელა-რაჯონე, პადუის წმინდა ანტონის ბაზილიკა, სან-მიკელეს ორატორია) · ბოლონიის პორტიკები · ჩრდილოეთ ალპების კარსტები და მღვიმეები
|
|