მარია ანა ბავარიელი (1574-1616)
მარია ანა ბავარიელი (გერმ. Maria Anna von Bayern; დ. 18 დეკემბერი, 1574, მიუნხენი — გ. 8 მარტი , 1616, გრაცი) — იმპერატორ ფერდინანდ II-ის პირველი ცოლი. ბიოგრაფიაპრინცესა მარია ანა იყო ბავარიის ჰერცოგის, ვილჰელმ V-ის და რენატა ლოთარინგიელის უფროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან ის იყო ბავარიის ჰერცოგის, ალბრეხტ V-ის და ანა ავსტრიელის შვილიშვილი, ხოლო დედის მხრიდან — ლოთარინგიის ჰერცოგის, ფრანცის I-ის და კრინსტინა დანიელის შვილიშვილი. 1600 წლის 23 აპრილს მარია ანა დაქორწინდა თავის მამიდაშვილზე, ფერდინანდზე. ამ ქორწინებამ უფრო გააძილერა ვიტელსბახების და ჰაბსბურგების კავშირი. მიუხედავად პოლიტიკური მოტივებისა, ქორწინება გამოდგა იღბლიანი. მარია ანა არ ერეოდა პოლიტიკურ საქმეებში და იქამდე გარდაიცვალა, სანამ ფერდინანდ II გახდებოდა უნგრეთის და ჩეხეთის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი. დაკრძალულია გრაცის მავზოლეუმში. 1622 წელს ფერდინანდ II დაქორწინდა პრინცესა ელეონორა გონძაგაზე. შვილებიფერდინანდ II-ს და მარია ანა ბავარიელს შეეძინათ 7 შვილი:
ლიტერატურა
|