ბლანკა ესპანელი
ბლანკა ესპანელი (ესპ. Blanca de España, გერმ. Blanca de Borbón, იტალ. Blanca di Spagna; დ. 7 სექტემბერი, 1868 — გ. 25 ოქტომბერი, 1949) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. მადრიდის ჰერცოგ კარლოს მარიასა და მისი მეუღლის, მარგერიტა დე ბურბონ-პარმელის უფროსი ასული. 1889 წელს დაქორწინდა ტოსკანის პრინც ლეოპოლდ სალვატორ ავსტრიელზე. ბლანკას ოჯახის შტო საბოლოოდ ბიძამისის, ალფონსო კარლოსის გარდაცვალებით შეწყდა. ბიოგრაფიაბლანკა დაიბადა 1868 წლის 7 სექტემბერს გრაცში, ავსტრიაში. იგი იყო მადრიდის ჰერცოგ კარლოს მარიასა და მისი მეუღლის, მარგერიტა დე ბურბონ-პარმელის პირველი შვილი. ამ დროს კარლისტების პარტია მამამისს ესპანეთის ტახტის კანდიდატად აცხადებდა და მას უკვე მეფე კარლოს VII-ის სახელით იხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ დედის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი რობერტო III და საფრანგეთის მეფე შარლ X-ის შვილიშვილი ლუიზ მარი ტერეზ არტუელი იყვნენ. 1876 წელს ესპანეთის ტახტზე მისი ბიძაშვილი ალფონსო XII ადის თავის ცოლ მერსედეს ორლეანელთან ერთად. დედოფალი მერსედესი მალევე გარდაიცვალა, თანაც ისე, რომ ბავშვი ვერ გააჩინა, რის გამოც ალფონსომ მეორე ცოლის ძიება დაიწყო. იმისათვის რომ მეფის მომხრეებიც და კარლისტებიც გაერთიანებულიყვნენ და ესპანეთში სამოქალაქო დაპირისპირებები დასრულებულიყო, ალფონსო XII-ისა და ბლანკას დაქორწინება გადაწყდა. თუმცა, მოულოდნელად მეფემ განაცხადა, რომ მის გარეშეც მოიპოვებდა ხალხის მხარდაჭერას და მალევე მარია კრისტინა ავსტრიელზე დაქორწინდა. 1889 წლის 24 ოქტომბერს ბლანკა დაქორწინდა ტოსკანის პრინც ლეოპოლდ სალვატორ ავსტრიელზე, ერცჰერცოგ კარლ სალვატორისა და მარია იმაკულატა ნეაპოლელის ვაჟზე, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა. ბლანკა ესპანელი გარდაიცვალა 1949 წლის 25 ოქტომბერს, 81 წლის ასაკში, ტოსკანაში. შვილები
ლიტერატურა
|