ორტას მუზეუმი (ფრანგ. Musée Horta, ნიდ. Hortamuseum) — მუზეუმი, რომელიც ეძღვნება არტ-ნუვოს სტილის ბელგიელ არქიტექტორ ვიქტორ ორტას, მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მუზეუმი განლაგებულია ორტას ყოფილ საცხოვრებელსა და ატელიეში, ბრიუსელში. ინტერიერი არტ-ნუვოს სტილშია გადაწყვეტილი, რაც იგრძნობა ავეჯში, ჭურჭელსა და სხვა საგნებში, რომლებიც თვითონ ორტას ან მისი თანამედროვე ოსტატების გეგმითაა შექმნილი. მუზეუმი ხშირად მართავს დროებით ორტასა და მის შემოქმედებსათან დაკავშირებულ გამოფენებს. 2000 წელს იუნესკომ მუზეუმი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში