ბელგიისა და საფრანგეთის სამრეკლოები — 56 სამრეკლო ბელგიისა და საფრანგეთის ტერიტორიებზე, რომლებიც იუნესკომმსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამავე დროს აღიარა ისტორიული ფლანდრიისა და მისი მეზობელი რეგიონების საზოგადოების დამოუკიდებლობა ფეოდალური და რელიგიური გავლენისაგან, რაც ამ შენობებში აისახა.
1999 წელს, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მხოლოდ 32 კოშკი შეიტანა და უწოდა ფლანდრიისა და ვალონის სამრეკლოები, მაგრამ 2005 წელს, სიას დაამატა ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე კიდევ 23 სამრეკლო და შესაბამისად, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მათ სახელი შეეცვალათ.
სამრეკლოები ერთდროულად ასრულებდნენ როგორც რელიგიურ, ისე სათვალთვალო კოშკების ფუნქციებს.