სპიენი (ფრან. Spiennes) — სოფელი ბელგიაში, ვალონიის რეგიონში. ცნობილია ნეოლითის პერიოდის კაჟის მაღაროებით[1], რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, როგორც „უდიდესი და ყველაზე ადრეული მაღაროები ევროპაში, ასევე მაგალითი ადამიანური ტექნოლოგიური განვითარებისა“[2].
მაღაროებო 100 ჰექტარ ფართობს მოიცავს და წარმოდგენილია ღია კარიერებისა და მიწისწვეშა შახტების სახით. დაუმუშავებელი კაჟი ამ ტერიტორიისგან საკმაოდ მოშორებითაც კი გაჰქონდათ გასაყიდად. მას ძირითადად ნაჯახის თავად გამოიყენებდნენ. ამ ნაჯახებით კი ტყეს ჩეხავდნენ და სხვადასხვა ხის ნაწარმს ამზადებდნენ.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო