პავლოვსკი (სანქტ-პეტერბურგი)
პავლოვსკი (რუს. Павловск) — ქალაქი რუსეთში, ფედერაციული მნიშვნელობის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს პუშკინის რაიონში, მდინარე სლავიანკას ნაპირზე, სანქტ-პეტერბურგის ცენტრიდან სამხრეთით 25 კილომეტრში და პუშკინის ცენტრიდან 3 კილომეტრში. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 16 087 ადამიანს შეადგენდა. 1918-1944 წლებში ქალაქს ერქვა სლუცკი, რევოლუციონერ ვერა სლუცკაიას პატივსაცემად. ქალაქის დიდი ტურისტული მნიშვნელობა აქვს, ქალაქში მდებარეობს პავლოვსკის სასახლე და პარკი. ქალაქის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში (მიეკუთვნება სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრსა და მასთან დაკავშირებულ ძეგლებს)[2]. პავლოვსკის კლიმატი ზომიერი და ნოტიოა, რომელიც ზღვიურიდან კონტინენტურში გადადის. დღის ხანგრძლივობა ზამთრის სეზონზე დაახ. 5 საათსა და 51 წუთს, ხოლო ზაფხულის სეზონში დაახ. 18 საათსა და 50 წუთს შეადგენს. ქალაქში ჰიდრო რესურსები საკმაოდ დაბინძურებულია, რაც ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის. გარემოს დაბინძურებას ძირითადად საყოფაცხოვრებო ნარჩენები იწვევს, რომელთა გადამამუშავებელი სათანადო დაწესებულებები არ არის[3]. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|