სოლოვეცკის კუნძულები
სოლოვეცკის კუნძულები (რუს. Соловецкие острова) — არქიპელაგი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, თეთრი ზღვის ონეგის უბეში. მისი მთლიანი ფართობი 347 კმ²-ია, მოსახლეობა 968 (2002 წ.); 1 317 (1989 წ). ადმინისტრაციულად წარმოადგენს არხანგელსკის ოლქის სოლოვეცკის რაიონს. კუნძულებს ემსახურება აეროპორტი. გეოგრაფიაარქიპელაგი შედგება ექვის კუნძულისაგან:
კუნძულების ნაპირები საკმაოდ დანაწევრებულია. შედგება გრანიტისა და გნაისისგან. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია (უმაღელსი წერტილი 107 მ). კუნძულთა უმრავლესობა დაფარულია შოტლანდიური ფიჭვითა და ნორვეგული ნაძვის ტყეებით, რომლებიც ნაწილობრივ ჭაობიანია. მრავლადაა ტბები. კუნძულების საინტერესო მახასიეთებლებია ქვის ლაბირინთები, რომლებიც ტიპურია ჩრდილოეთ ევროპისათვის, მაგრამ სოლოვეცკის ლაბირინთები საუკეთესოდ შემონახულ ნიმუშებს წარმოადგენს. მონასტერიკუნძულებზე განლაგებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოლოვეცკის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც XV საუკუნის მეორე მეოთხედში კირილო-ბელოზერის მონასტრის ბერებმა დააარსეს. უკვე XVI საუკუნეში, მონასტერი მიწის ერთ-ერთი უმდიდრესი მესაკუთრე და რუსეთის ყველაზე გავლენიან რელიგიურ ცენტრად იქცა. რუსეთის იმპერიულ ეპოქაში, მონასტერი ცნობილ ციხესიმაგრედ იქცა, რომელმაც ლივონიის ომში (XVI ს), მწუხარების პერიოდში (რუს. Смутное время, XVII ს.), ყირიმის ომსა (XIX ს.) და რუსეთის სამოქალაქო ომში (XX ს.) მრავალი შეტევა მოიგერია. 1992 წელს, სოლოვეცკის კუნძულების კულტურული და ისტორიული ანსამბლი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|