რენე ზელვეგერი
რენე კეთლინ ზელვეგერი (ინგლ. Renée Kathleen Zellweger, დ. 25 აპრილი 1969, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი. კინოაკადემიის ჯილდოს ოსკარის პრემიის ლაურეატი. 2007 წლიდან არის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი.[1] ბიოგრაფიარენე კეთლინ ზელვეგერი დაიბადა 1969 წლის 25 აპრილს, ტეხასის შტატის პატარა ქალაქ კეტიში. მამამისი ემილ ერიხ ცელვეგერი იყო შვეიცარიელი იმიგრანტი[2], რომელიც მუშაობდა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში, ხოლო დედა ირენ ანდერსენი ნორვეგილი და საამიის წარმოშობისა[3] პროფესიით მეანი ქალი იყო[4][5] და ტეხასში ამღზრდელად მუშაობდა.[4][5] რენეს ჰყავს უფროსი ძმა – დრიუ ზელვეგერი, რომელიც მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს. და-ძმამ გერმანული გვარი ცელვეგერი ინგლისურენოვანი c [z-] ფორმით გადააკეთეს (<Zellweger, ზელვეგერი). ადრეულ წლებში რენე ზელვეგერი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სპორტის რამდენიმე სახეობაში, მათ შორის ფეხბურთში, კალათბურთში, ბეისბოლსა და ამერიკულ ფეხბურთში.[5] ერთი პერიოდი ზელვეგერი მიმტანად მუშაობდა ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში.[6] კინოკარიერარენე ზელვეგერმა ტეხასის უნივერსიტეტში დაამთავრა სამსახიობო კურსები და შემდეგ გაემგზავრა ჰოლივუდში, სადაც წარმატებებს მიაღწია. თუმცა შემდეგ ისევ მშობლიურ შტატში დაბრუნდა. ამის შემდეგ კინოსინჯებში მონაწილეობდა და საბოლოოდ მიიღო მეორეხარისხოვანი როლები კინოფილმებში. 1994 წელს მიიღო მთავარი როლი ფილმში „ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით 4: ახალი თაობა“, სადაც მასთან ერთად ითამაშა მეთიუ მაკ-კონეჰიმ. სწორედ ამ უკანასკნელმა მოუწოდა რენეს ჰოლივუდში წასულიყო და იქ მიეღწია კინოწარმატებებისთვის. 2005 წელს ცოლად გაჰყვა კენი ჩესნის, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მათი ქორწინებაში ყოფნა შეწყდა. რენე ზელვეგერი კინოკრიტიკოსებმა აღიარეს ფილმში „ჯერი მაგუაიერი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ტომ კრუზმა. აღსანიშნავია ასევე ფილმები: „ბრიჯიტ ჯოუნსის დღიური“, „ჩიკაგო“ და სხვ. 2003 წელს გამოვიდა დიდბიუჯეტიანი ფილმი „ცივი მთა“, სადაც განასახიერა სოფლელი გოგონას როლი და საბოლოოდ ამ როლისთვის დაჯილდოვდა ოსკარის პრემიით. 2005 წელს რასელ კროუსთან ერთად ითამაშა ფილმში „ნოკდაუნი“; ხოლო რენე ზელვეგერის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „საქმე 39“, საშინელებათა ფილმი, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჯოდელ ფერლანდმა. ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|