შერი
შერი იგივე შერილინ სარქისიანი ინგლ. Cherilyn Sarkisian (დ. 20 მაისი, 1946) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. მას მიღებული აქვს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, გრემი, ემი, 3 ოქროს გლობუსი და ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. შერი ერთადერთი ქალი მომღერალია რომელსაც ჰქონდა ტოპ ათეულში შემავალი ჰიტი უკანასკნელი ხუთი ათწლეულიდან თითოეულში. ასევე შერი ცნობილია როგორც მომღერალი, რომელმაც ყველაზე დიდ ასაკში მოახერხა გრემის პრესტიჟული ჯილდოს აღება (53 წლის ასაკში). შერის სახელს უკავშირდება მუსიკალური ხმის ეფექტის ე.წ. ავტო-ტონის (Auto-Tune) დანერგვა, რის შემდეგაც იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე პოპ–მომღერლების მიერ. ავტო-ტონს მეორენაირად შერის ეფექტსაც ეძახიან, რადგან დივამ ის პირველად ცნობილ გრემით აღნიშნულ სინგლში "Believe"-ში გამოიყენა. შერი ასევე მოიხსენიება, როგორც ერთადერთი პოპ-დივა რომელიც მღერის თითქმის ყველა სტილში: Rock n' Roll, Pop, Country, Rock, Metal, Disco Music, R&B. მხოლოდ შერი და ბარბრა სტრეიზანდი არიან ოსკაროსანი მსახიობები, რომელთაც პარალელურად გრემის ჯილდოც აქვთ მიღებული. დისკოგრაფია
ფილმოგრაფია
ჯილდოებირესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|