სიეგა-ვერდე
სიეგა-ვერდე (ესპ. Siega Verde) — არქეოლოგიური ძეგლი ესპანეთში. მდებარეობს სალამანკის პროვინციის ვილიარ-დე-ლა-იეგუის მუნიციპალიტეტში. 2010 წელს, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში უკვე მყოფ ობიექტს, კოას ხეობას დაამატა. ძეგლი მოიცავს კლდის გრავიურების მთელ სერიას, რომელიც 1988 წელს პროფესორმა მანუელ სანტოხა ი როსარიო პერესმა აღმოაჩინა, როდესაც მდინარე აგუედის ხეობაში მდებარე ესპანეთის არქეოლოგიური ძეგლების აღრიცხვის კამპანია მიმდინარეობდა. გრავირებებით გამოსახულია ცხენები, თხები, ხარები, ირმები, ბიზონები, ჩრდილოეთის ირმები და რაც ყველაზე საინტერესოა ბეწვიანი მარტორქა, რომელიც დღეისათვის გადაშენებულია. გრავირებები ზედა პალეოლითის პერიოდს მიეკუთვნება (20 000 წლის წინ), ასევე შიენიშნება 12 000 წლის წინანდელი ნამუშევრები. სულ აღმოჩენილია 94 გრავირებული პანელი, რომლებიც კლდეზე 3 კმ-ის სიგრძეზეა განლაგებული. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტში
|