ნინოწმინდა
ნინოწმინდა — ქალაქი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1940 მ სიმაღლეზე. ნინოწმინდა ახალციხიდან დაშორებულია 91 კმ-ით, თბილისიდან წალკის გავლით 161 კმ-ით, ხოლო ახალციხის გავლით 320 კმ-ით. გეოგრაფიანინოწმინდაში მთიანეთის სტეპის ჰავაა. ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანია, ზაფხული — ხანგრძლივი და გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატუა — 10,6 °C, აგვისტოს 13,1 °C. ნალექები 733 მმ წელიწადში, მაქსიმალური ივნისში — 116 მმ, მინიმალური დეკემბერში - 30 მმ. თოვლის საბურველის ხანგრძლივობა 100 დღე. ისტორიასოფელი 1840-იან წლებში გააშენეს რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორებმა და უწოდეს ბოგდანოვკა.[4] ქალაქად გამოცხადდა 1983 წელს. 1991 წელს ეწოდა ნინოწმინდა. დემოგრაფია2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 5144 ადამიანი.
რელიგიანინოწმინდაში მოქმედებს სუბ-სარქისის სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია 1884 წელს. ეკლესია ექვემდებარება სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას. ნინოწმინდაში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია. 2001 წლიდან ფუნქციონირებს ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი. განათლება და ჯანდაცვაქალაქში მოქმედებს ერთი კერძო საბავშვო ბაღი. ასევე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი. ქალაქში 4 საჯარო სკოლაა. ქალაქში მოქმედებს ერთი პოლიკლინიკა. კულტურა და სპორტიქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: ნინოწმინდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ნინოწმინდის სახალხო თეატრი, კინოკლუბი, საბრძოლო დიდების მუზეუმი და სპორტული სკოლა. 2009 წელს ნინოწმინდასა და პოლონეთის ქალაქ გოსტინს შორის გაფორმდა დეკლარაცია თანამშრომლობის შესახებ. სქოლიო
|