წნორი
წნორი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ქალაქში არის ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მდებარეობს წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარი. გეოგრაფიამდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 294 მ სიმაღლეზე, სიღნაღიდან 6 კმ, თბილისიდან 120 კმ. წნორში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,6 °C, იანვრისა 0,1 °C, ივლისისა 24,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -25 °C, აბსოლუტური მასიმუმი 40 °C. ისტორია1938 წლამდე საქობოსუბანი ეწოდებოდა. ქალაქად გამოცხადდა 1965 წელს. საბჭოთა პერიოდში წნორის საქალაქო საბჭო მოიცავდა სოფლებს ასანური და კვენაკელი. აღნიშნული სოფლები 2002 და 2014 წლის აღწერებში აღარ იხსენიება და უშუალოდ ქალაქთანაა შეერთებული. წნორი სარკინიგზო მიმოსვლით დაკავშირებული იყო თბილისთან და თელავთან, ქალაქში იყო რკინიგზის სადგური, თუმცა ამჟამად სადგური უმოქმედოა.[2] 1981-1993 წლებში მოქმედებდა წნორი-სიღნაღის საბაგირო გზა (სიგრძე 4460 მ), მოქმედებდა ღვინის, საკონსერვო, რძის, კარაქის, ლუდის და ლიმონათის ქარხნები, მეფრინველეობის და მეცხოველეობის კომპლექსები. დემოგრაფია2023 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 4796 ადამიანი.
ლიტერატურა
სქოლიო
|